ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების მხარდასაჭერად ბრიტანელი ჟურნალისტი PHR-ს შემოწირულობით დაეხმარა

ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების მხარდასაჭერად ბრიტანელი ჟურნალისტი რობინ ფორესტერ-ვოლკერი ორგანიზაციას „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ შემოწირულობით დაეხმარა. ჟურნალისტმა საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირების დასახმარებლად ალკატრასის კუნძულიდან სან ფრანცისკოს სანაპირომდე გაცურა. „გაქცევა ალკატრასიდან“ – ასე ერქვა აქციას, რომელშიც  მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ადამიანი მონაწილეობდა.

ალკატრასი„მე არ ვმონაწილეობ საქართველოს სახელით, მაგრამ ვმონაწილეობ საქართველოსთვის, რადგან მინდა გამოვიმუშაო თანხა ფსიქიკური  ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირების  დასახმარებლად საქართველოში. აქ ბევრი ადამიანს აწუხებს ეს პრობლემა, თუმცა საკმარისი სერვისები და თანხები მათ დასახმარებლად ქვეყანაში არ არის”[1], – აღნიშნავს რობინი ჟურნალისტებთან საუბრისას.

,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ აქტიურად მუშაობს ქვეყანაში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიმართულებით, რასაც სტრატეგიული სამართალწარმოების გზით სასამართლოში წარმომადგენლობით, ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებებისა და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული სახელმწიფო და ადგილობრივი პოლიტიკის მხარდაჭერით ცდილობს.

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მადლიერებას გამოხატავს რობინ ფორესტერ-ვოლკერის მიმართ ორგანიზაციის ნდობისთვისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანების მხარდაჭერისთვის შეტანილი წვლილისთვის. ორგანიზაცია განაგრძობს ფსიქიჯური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პირთა უფლებების დაცვას საქართველოში.


[1]https://www.youtube.com/watch?v=KEbbLn5AvzQ