PHR-ის წარმომადგენელმა პარლამენტში გამართულ შეხვედრაზე შშმ ბავშვებისთვის სერვისების ხელმისაწვდომობის საკითხზე ისაუბრა

22 იანვარს ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ორგანიზებით პარლამენტში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის, შრომის უსაფრთხოებისა და სექსუალური შევიწროების საკითხებზე მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტების განხილვა გაიმართა.

ESAშეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის წევრები, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტების თავმჯდომარეები, რომლებსაც არასამთავრობო ორგანიზაციების, მათ შორის, ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“, მიერ მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტები მოისმინეს. შეხვედრაზე განიხილებოდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისათვის მომსახურებებზე ხელმისაწვდომობის, შრომის უსაფრთხოების სფეროში მიმდინარე რეფორმისა და სექსუალური შევიწროების საკანონმდებლო რეგულირების საკითხები.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის მომსახურებაზე წვდომის შესახებ პოლიტიკის დოკუმენტის განხილვისას, PHR-ის წარმომადგენელმა ანა არგანაშვილმა მოხსენებისას ისაუბრა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების დღის წესრიგითა და სამოქმედო გეგმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე. ყურადღება გაამახვილა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის მიუწვდომელი სოციალური სერვისებით გამოწვეულ ნეგატიურ შედეგებზე. დისკუსია შეეხო შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროების კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას საგანმანათლებლო და სოციალური ინკლუზიის უზრუნველსაყოფად.

შეგახსენებთ, რომ ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ასოცირების ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგს ბავშვთა უფლებების მიმართულებით 2015 წლიდან ახორციელებს.