PHR-ის იურისტმა ,,ახალი საქართველოს“ ქალთა ორგანიზაციის მიწვევით ქალთა უფლებების შესახებ ტრენინგი ჩაატარა

24 დეკემბერს PHR-ის იურისტმა მარიამ ქევხიშვილმა პარტია – ,,ახალი საქართველოს“ ქალთა ორგანიზაციის მიწვევით ქალთა უფლებებით  დაინტერესებული ქალებისთვის ტრენინგი ჩაატარა. მარიამმა შეხვედრაზე საქართველოში ქალთა უფლებრივ მდგომარეობასა და ქალთა მიმართ ძალადობაზე ისაუბრა. იგი, ასევე, აუდიტორიას ქალთა წინააღმდეგ მიმართულ ძალადობის პრაქტიკულ ასპექტებზე ესაუბრა და ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებზე, საკანონმდებლო ხარვეზებსა და განსახორციელებელ ღონისძიებებზე.

იხილეთ ვიდეო მოცემულ ბმულზე - https://www.youtube.com/watch?v=q6tX4ESLsSk