PHR-ის იურისტი ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობდა

18 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ) ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახური ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის ფარგლებში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელიც ემსახურებოდა დასახელებულ პრობლემასთან ბრძოლის პროცესში მოწვეული სამთავრობო და არასამთავრობო, აგრეთვე აკადემიური პერსპექტივიდან და კომპეტენციის ფარგლებში გაჟღერებული მოსაზრებებისა და ინფორმაციის შეჯამებას.

კონფერენცია გაიმართა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენს-პროფესორის ირინე ხერხეულიძისა და იტალიის ლუიჯი ვანვიტელის სახელობის კამპანიის უნივერსიტეტის პროფესორ Prof. Dr. Andrea Borroni-ს ორგანიზებით. ღონისძიებაზე, ასევე, გაიმართა ქართულ-იტალიური აკადემიური კვლევითი პროექტის პრეზენტაცია – „გენდერული ძალადობისა და ქალის წინააღმდეგ მიმართული ძალადობის სხვა ფორმების გადასინჯვა შედარებითი კვლევა/ანალიზი სტამბულის კონვენციის ფონზე“.

ღონისძიებაში მონაწილეობდა ჩვენი ორიგანიზაციის იურისტი მარიამ ქევხიშვილი, რომელმაც საქართველოში ქალთა წინააღმდეგ მიმართული ძალადობის პრაქტიკულ ასპექტებზე ისაუბრა. მარიამმა ქალთა მიმართ ძალადობის საკითხზე ორგანიზაციის გამოცდილება და სასამართლო საქმეები განიხილა, ყურადღება გაამახვილა ქვეყანაში ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებზე, საკანონმდებლო ხარვეზებსა და განსახორციელებელ ღონისძიებებზე.