დისკრიმინაციის შესახებ PHR-ის იურისტმა ქართულ-ამერიკულ სკოლაში სემინარი გამართა

25442760_901136373383015_7063357897285995660_n.jpg

PHR-ის იურისტმა ანი სალდაძემ 15 დეკემბერს ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლის მოსწავლეებთან დისკრიმინაციის შესახებ სემინარი გამართა. ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენელი უმაღლესი სკოლის პროექტის – “ამოიღე ხმა, არა დისკრიმინაციას”! ფარგლებში მიიწვიეს. ანა მოსწავლეებს თანასწორობის უფლებასა და დისკრიმინაციის ფორმებზე ესაუბრა. აუდიტორიას გააცნო ორგანიზაციის სტრატეგიული საქმეები დისკრიმინაციის შესახებ და ასევე, სიძულვილის ენის გამოყონების მავნე პრაქტიკაზე გაამახვილა ყურადღება.

მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ დისკუსიის ნაწილში და გამოხატეს თავიანთი პოზიციები სემინარზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით. ისაუბრეს სხვადასხვა ეპოქაში მოღვაწე ადამიანთა უფლებებისთვის მებრძოლთა შესახებ, როგორებიც არიან მაჰათმა განდი, ნელსონ მანდელა და მარტინ ლუთერ კინგი.

25398867_901136336716352_4746972365596555689_n