PHR-ის ხელმძღვანელმა სასამართლოს წარმომადგენლებისთვის ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ ტრენინგი ჩაატარა

12-14 დეკემბერს სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის ორგანიზებითა და გაეროს ქალთა ფონდის მხარდაჭერით, გაიმართა ტრენინგი – ,,ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ სტატისტიკური მონაცემების შეგროვება და ანალიზი“, რომელსაც PHR-ის ხელმძღვანელი ანა არგანაშვილი იტალიელ ექსპერტ მარია მურატორესა და ანი ილურიძესთან ერთად უძღვებოდა.

ტრენინგში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს, სააპელაციო და საქალაქო სასამართლოების ანალიტიკური და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურებისა და კანცელარიის განყოფილებების უფროსებმა და მათმა წარმომადგენლებმა.

ანა არგანაშვილმა აუდიტორიას მონაცემთა შეგროვებასთან დაკავშირებით PHR-ის სტრატეგიული სამართალწარმოების საქმეები გააცნო და გენდერული დისკრიმკიინაციისა და ქალთა მიმართ ძალადობის საქმეებთან დაკავშირებით ისაუბრა. ასევე, ტრენინგის მონაწილეებს არაპირდაპირი დისკრიმინაციის შემთხვევების დროს მონაცემთა შეგროვების მნიშვნელობასა და არასამთავრობო ორგანიზაციის პერსპექტივიდან მონაცემთა შეგროვების პრობლემურ საკითხებზე ისაუბრა. ტრენინგზე პრობლემურ საკითხად განიხილებოდა სახელმწიფოს მხრიდან ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სტატისტიკის შეგროვება.

სემინარი მონაწილეთა აქტიური ჩართულობით წარიმართა. მონაწილეებმა ცალკეული ჯგუფების მიხედვით წარმოადგინეს პრეზენტაციები. სემინარის დასასრულს ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის ტრენინგში მონაწილეობისათვის.

25442900_1444195289011030_6867517157894844063_n.jpg

25158240_1444195582344334_5157737092806283048_n.jpg