PHR-ის იურისტებმა ფემიციდისა და ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ საჯარო ლექცია გამართეს

C

საჯარო ლექციაზე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა აუდიტორიას გააცნეს, თუ როგორაა ასახული საქართველოს კანონმდებლობაში ფემიციდი და ოჯახში ძალადობა, რა ხარვეზები არსებობს აღნიშნული საქმეების  გამოძიების პროცესში და როგორია ჩვენი ორგანიზაციის პრაქტიკა ძალადობის მსხვერპლების ადვოკატირებისას. ანამ და მარიამმა ყურადღება გაამახვილეს სტამბოლის კონვენციის საფუძველზე განხორციელებულ და განსახორციელებელ საკანონმდებლო ცვლილებებზე, როგორიცაა – ადევნება,  იძულებითი სტერილიზაცია, გენიტალიების დასახიჩრება და სხვა. იურისტებმა, ასევე, ისაუბრეს სექსუალური შევიწროების მახასიათებლებზე და საკითხის კანონმდებლობაში ასახვის მნიშვნელობაზე.

24282228_1868247719869351_489044569_n

24282494_1868247706536019_1756263602_n

24273366_1868250713202385_1000426629_n24331178_1868250673202389_1010745322_n