PHR-ის წარმომადგენლები სადღეღამისო თავშესაფარში მცხოვრებ არასრულწლოვნებს შეხვდნენ

29 ნოემბერს “ვორლდ ვიჟენ ინტერნაციონალის” სადღეღამისო თავშესაფარში მცხოვრები არასრულწლოვნებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრა ჩატარდა ორგანიზაციის “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” მიერ გაეროს ბავშვთა ფონდის ხელშეწყობით და ევროკავშირის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის “მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება და ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემის განვითარება საქართველოში” ფარგლებში.

იუნისეფი

 

შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა თავშესაფარში მცხოვრები არასრულწლოვნებისთვის პროექტის ფარგლებში მომზადებული საინფორმაციო ბროშურების გაცნობა და ინფორმირებულობის გაზრდა მათი უფლებებისა და მართლმსაჯულების სისტემაში არსებული დაცვის მექანიზმების შესახებ, როგორ უნდა მოიქცნენ თავიანთი უფლებების დასაცავად და ვის მიმართონ ამ უფლებების დარღვევის შემთხვევაში.

შეხვედრის განმავლობაში, ორგანიზაციის წარმომადგენლებმა ბავშვებს, ასევე, მიაწოდეს საინფორმაციო ბროშურები შეტყობინების იმ პროცედურების შესახებ, რასაც გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-3 დამატებითი ოქმი ითვალისწინებს. ბავშვებს განემარტათ, რომ მე-3 დამატებითი ოქმი აძლევს მათ საშუალებას, თავად ან/და წარმომადგენლის მეშვეობით მიმართონ გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტს საკუთარი დარღვეული უფლების დაცვის მიზნით.

IMG_1312.JPG