მივმართავთ მთავრობას გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები ბავშვთა მიმართ და ბავშვთა შორის ძალადობის აღმოსაფხვრელად

19125390_10155428511282628_155120487_o (1)

ბავშვებსა და მოზარდებს შორის გახშირებული ძალადობისა და ჩაგვრის შემთხვევები ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ბავშვთა კეთილდღეობის სფეროს ერთ-ერთ უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს. შემაშფოთებელი სტატისტიკა ცხადყოფს, რომ ძალადობასა და ჩაგვრაზე დაფუძნებული ურთიერთობები საკმაოდ ხშირად გვხვდება, როგორც ზოგადსაგანმანათლებლო სკოლებში, ისე  სკოლის ფარგლებს გარეთ. როგორც სახალხო დამცველის ბავშვის უფლებათა ცენტრის მიერ 2017 წელს გამოქვეყნებული სპეციალური ანგარიშშია – „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა მიმართ ძალადობის კუთხით არსებული მდგომარეობის“[1] მოცემული, მოსწავლეთა შორის ბულინგი არასრულწლოვანთა ურთიერთობის ფართო მასშტაბით გავრცელებული ფორმაა. კვლევის თანახმად, გამოკითხულ მოსწავლეთა 12.2% მიუთითებდა, რომ ბულინგის პრობლემა სკოლის კონტექსტში არსებობს და ეს საფრთხე საკმაოდ რეალურია. სამწუხაროა ის ფაქტიც, რომ გამოკითხულ პედაგოგთა მხოლოდ 2.8 % იცნობს ძალადობის შემთხვევებზე  რეაგირების საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ მექანიზმებს, რაც სკოლის თანამშრომელთა მხრიდან ძალადობის პრევენციისა და მართვის საქმეში საკუთარი პროფესიული ვალდებულებების გაუცნობიერებლობაზე მიუთითებს.

,,კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის“, როგორც  ბავშვთა კეთილდღეობის საკითხებზე მომუშავე 41 ორგანიზაციის ქსელი, ეხმაურება 2017 წლის 1 დეკემბერს ქ. თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი 2 მოზარდისა და 2 დეკემბერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ოფშკვითში ერთი არასრულწლოვანის შემზარავი მკვლელობის ფაქტებს.  კოალიცია მიიჩნევს, რომ ეს ფატალური შემთხვევები ბავშვთა მიმართ და ბავშვთა შორის არსებული ძალადობისადმი ტოლერანტობის კულტურის შემაშოთებელი გამოძახილია, სადაც მსხვერპლიც და მოძალადეც თავად არასრულწლოვანი ხდება.

კოალიცია მოუწოდებს საქართველოს მთავრობის ყველა პასუხისმგებელ უწყებას, განახორციელონ ქმედითი ღონისძიებები ბავშვთა მიმართ და ბავშვთა შორის ძალადობის აღმოსაფხვრელად, რაც გულისხმობს სკოლებში ფსიქოლოგიური მხარდაჭერის სამსახურის გააქტიურებას და სოციალური მუშაობის დანერგვას, ძალადობის შემთხვევებზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული რეაგირების მექანიზმების ეფექტურ აღსრულებას, ფორმალური და არაფორმალური განათლების კურუკულუმებში უფლებებზე დაფუძნებული სწავლების დანერგვას, უსაფრთხო სკოლის კონცეფციის შემუშავებასა და იმპლემენტაციას.

კოალიცია მზად არის გაუწიოს შესაბამისი მხარდაჭერა ყველა უწყებასა და დაინტერესებულ ორგანიზაციას ამ მეტად მწვავე და ტრაგიკული შემთხვევების სამომავლო პრევენციის და არსებულ ვითარებაში ჯანსაღი/მშვიდი სასკოლო გარემოს შენარჩუნების მიზნით.


  1. საქართველოს ბავშვები
  2. საქართველოს სოციალურ მუშაკთა ასოციაცია
  3. საქართველოს ეს-ო-ეს ბავშვთა სოფელი
  4. გადავარჩინოთ ბავშვები საქართველოს ფილიალი
  5. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
  6. World Vision საქართველო
  7. პარტნიორობა ბავშვებისათვის
  8. პირველი ნაბიჯი საქართველო
  9. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ფონდი
  10. ასოციაცია ანიკა
  11. გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში
  12. თანადგომა
  13. საერთაშორისო ასოციაცია “კივიტას გეორგიკა”
  14. ლეიკოზიით დაავადებულ ბავშვთა დახმარების საერთაშორისო ასოციაცია
  15. მაკლეინის ასოციაცია ბავშვებისათვის
  16. საქართველოს კარიტასი
  17. “სტუდია ეიდისი“
  18. ასოციაცია უფლება ჯანმრთელობაზე
  19. ქალთა საინფორმაციო ცენტრი
  20. ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელი
  21. მცირე საოჯახო სახლების ასოციაცია
  22. ჩვენი სახლი საქართველო
  23. წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი
  24. ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისათვის
  25. საზოგადოება „ბილიკი“
  26. არაძალადობრივი კომუნიკაციის ინსტიტუტი
  27. კავშირი “იმედიპლიუსი“
  28. ასოციაცია ბავშვი და ოჯახი
  29. სმენისა და   მეტყველების დარღვევის    მქონე     ბავშვთა     დახმარების    ასოციაცია (მშობელთა კავშირი)
  30. კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრი
  31. კავშირი “ორიონი”
  32. ინიციატივა სოციალური ცვლილებებისათვის
  33. რუსთავის საერთაშორისო სკაუტური ცენტრი
  34. ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი
  35. დივაინ ჩაილდ ფაუნდეიშენ ოფ ჯორჯია
  36. პარტნიორობა სოციალური კეთილდღეობისათვის-პსკ
  37. “ბავშვთა კეთილდღეობის ლიგა”
  38. ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება
  39. ლეიკოზით დაავადებულ ბავშვთა დახმარების საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდი
  40. ძალადობისაგან დაცვის ეროვნული ქსელის მცხეთა-მთიანეთის კომიტეტი
  41. თანაბარი შესაძლებლობების პოლიტიკის და ადვოკატირების ინსტიტუტი

[1] http://www.ombudsman.ge/uploads/other/4/4823.pdf