გადაწყვეტილება საქმეზე PHR ნატა ტაბიძის წინააღმდეგ

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭომ 2 სექტემბერს განიხილა საქმე PHR ნატა ტაბიძის წინააღმდეგ. საბჭოს გადაწყვეტილებით, იმედის ჟურნალისტმა ნატა ტაბიძემ დაარღვია ქარტიის პირველი (სიზუსტე) და მერვე (ბავშვის ინტერესები).

ქარტიას განცხადებით მიმართა ორგანიზაციამ “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის”, სადაც მიუთითა, რომ 2017 წლის 14 ივნისს „იმედის დილაში“ გასულ სიუჟეტში, რომელიც ბავშვის თვითმკვლელობის ფაქტს აღწერდა, თემა კი ბულინგს ეხებოდა, ჟურნალისტმა დაარღვია ქარტიის პირველი (სიზუსტე), მესამე (ფაქტის მიჩქმალვა) და მერვე (ბავშვთა უფლებები) პრინციპები. საქმის განხილვას მხოლოდ განმცხადებლის წარმომადგენელი ესწრებოდა. მოპასუხე ჟურნალისტი სხდომას არ დასწრებია და არც შეპასუხება წარმოუდგენია.

გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი მოგვიანებით გამოქვეყნდება.