PHR-ის იურისტებმა წყალტუბოში ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ სამედიცინო დარგის სპეციალისტებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს

PHR-ის იურისტები კვლავ განაგრძობენ ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ სამუშაო შეხვედრებს საქართველოს რეგიონებში. შეხვედრების ციკლი მიზნად ისახავს სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებული ექიმებისა და ექთნების ცნობიერების ამაღლებასა და მათ ინფორმირებულობას ადგილობრივ თემში ქალთა მიმართ ძალადობის მიმართულებით სპეციფიკური მახასიათებლების შესახებ.

სწორედ ამ მიზნით3 აგვისტოს ქალაქ წყალტუბოს ადგილობრივ საავადმყოფოში  PHR-ის იურისტებმა მორიგისემინარი თემაზე – ექიმის როლი ძალადობაგამოვლილი ქალის  მხარდაჭერის პროცესში, – გამართეს.

cover

სემინარზე იურისტებმა ისაუბრეს ძალადობის ფორმებზე, ოჯახში ძალადობაზე, მის მახასიათებლებზე,  ძალადობისგან დაცვის მექანიზმებსა და სერვისებზე. მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია ექიმის მიერ ძალადობაგამოვლილი ქალის იდენტიფიცირების მეთოდებისა და გზების, ძალადობაგამოვლილ ქალთან ურთიერთობის სახელმძღვანელო პრინციპების შესახებ. მათ, ასევე, განიხილეს ექიმის როლი მტკიცებულებების შეგროვების პროცესში და  სამართალდამცავი ორგანოებისათვის ინფორმაციის მიწოდების საკითხი.

logoss

სამუშაო შეხვედრების ორგანიზება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულუხვი დახმარების წყალობით, რომელიც აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით იქნა გაწეული. სამუშაო შეხვედრების შინაარსზე პასუხისმგებელია ორგანიზაცია “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)”. ის შესაძლოა, არ ასახავდეს USAID-ის, აშშ-ის მთავრობის ან აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის შეხედულებებს.

IMG_9578

IMG_9587

IMG_9592

IMG_9593

IMG_9601

IMG_9602