ანტიდისკრიმინაციული მექანიზმის ეფექტურობის გაზრდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის საქართველოში

პროექტიანტიდისკრიმინაციული მექანიზმის ეფექტურობის გაზრდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის საქართველოში

დონორი ორგანიზაცია: ფონდი ”ღია საზოგადოება-საქართველო”

განხორციელების ვადები: 28.06.2017 - 01.06.2018

პროექტის მიზნები: პროექტის მთავარი მიზანია, ფსიქიატრიულ და პანსიონურ დაწესებულებებში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის ანტიდისკრიმინაციული მექანიზმების გამოყენების შესაძლებლობის გაზრდა და თანასწორობის უზრუნველყოფის ხელშეწყობა.

პროექტის სპეციფიკური მიზნებია:

  1. ფსიქიატრიულ და პანსიონურ დაწესებულებებში მყოფ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ანტიდისკრიმინაციულ მექანიზმებზე (სახალხო დამცველი, სასამართლო) ინფორმაციის საჭიროებიდან გამომდინარე ადაპტირებული ფორმით მიწოდება და მათ მიერ მექანიზმების გამოყენების პრეცენდენტების შექმნის ხელშეწყობა (ადმინისტრაციასთან მუშაობა, მედიის დაინტერესება, საერთაშორისო პრეცენდენტების თარგმნა და გავრცელება);
  2. სამართლებრივი კონსულტაციებისა და სასამართლო წარმომადგენლობის გაწევა ფსიქიატრიულ და პანსიონურ დაწესებულებებში მყოფ, ასევე, თემში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის;
  3. სასამართლო კორპუსის (საერთო სასამართლოების სისტემის) ცნობიერების ამაღლება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ დისკრიმინაციისა და აღნიშნული ტიპის საქმეების განხილვის საერთაშორისო სამართლებრივი პრაქტიკის შესახებ.