აღმოაჩინე საქართველოს კანონმდებლობის გამოუყენებელი შესაძლებლობები გენდერული დისკრიმინაციისა და გენდერული ძალადობის აღმოსაფხვრელად

პროექტი: აღმოაჩინე საქართველოს კანონმდებლობის გამოუყენებელი შესაძლებლობები გენდერული დისკრიმინაციისა და გენდერული ძალადობის აღმოსაფხვრელად

დონორი ორგანიზაცია: აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) პროგრამა: „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLOG)"

განხორციელების ვადები: 01.03.2017 - 31.08.2018

პროექტის მიზნები: პროექტი სამოქალაქო უფლებებისა და ინტენსიური ანტიდისკრიმინაციული სამართალწარმოების საშუალებით მიზნად ისახავს სახელმწიფოს პოლიტიკის გაუმჯობესებას გენდერული ძალადობის, დისკრიმინაციისა და სამართლებრივი რეაგირების მიმართულებით.

პროექტის ძირითადი მიზანია, მრავალფეროვან მიზნობრივ ჯგუფებში  გენდერული უთანასწორობისა და დისკრიმინაციული პრაქტიკის შეცვლა - ქალთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცხოვრების, კულტურული და ოჯახური ცხოვრების, ქალთა ეკონომიკური და სოციალური ცხოვრების დარგში.

პროექტი გააცნობს სამიზნე ჯგუფებს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის ძირითად პარადიგმას, რაც მიიღწევა მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირების სტრატეგით. პროექტი ორიენტირებულია მსხვერპლთა გაძლიერებასა ინფორმირებულობაზე იმ მექნიზმების შესახებ, რაც მას დაეხმარება საკუთარი ცხოვრების შესახებ გადაწყვეტილებების მიღებაში. ძალადობისა და დისკრიმინაციის მსხვერპლები, იურიდიული კონსულტაციების მეშვეობით, მიიღებენ მტკიცებულებების შეგროვების პრაქტიკულ ცოდნასა და უნარებს, ასევე, საჩივრის შეტანის, ინდივიდუალური დამნაშავეების დაკავებისა და სამოქალაქო სამართლის მექანიზმების მეშვეობით ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის შესახებ ინფორმაციას.

პროექტი ყურადღებას გაამახვილებს სამართალდამცავი ორგანოების, სოციალური და სამედიცინო მომსახურებების ანგარიშვალდებულებას, რომლებმაც ვერ შეძლეს ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის დახმარების აღმოჩენა.

პროექტი ხორციელდება ა/ო პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მიერ „აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI)“- ს ფინანსური მხარდაჭერით.