სოფიკო მენაბდიშვილი

სოფიკო მენაბდიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციას „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ 2017 წლის ივლისიდან შემოუერთდა. ამჟამად,  იგი მუშაობს იურისტის პოზიციაზე პროექტში  "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებისა და შესაძლებლობის მხარდაჭერა, თვითმმართველობის ორგანოების მუშაობაში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად". სოფიკო 2014 წლიდან  2017 წლამდე მუშაობდა იურიდიული მომსახურების კომპანია „სამართლის სახლში“ ადვოკატის პოზიციაზე. 2010-2014 წლებში იგი სწავლობდა საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის საბაკალავრო პროგრამაზე, 2014-2016 წლებში მან დაამთავრა ამავე უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამა.