თამარ რობაქიძე

თამარი 2017 წლის ივლისიდან მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაციაში „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტის პოზიციაზე. 2016-2017 წლებში იგი მუშაობდა არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოში“ იურისტის პოზიციაზე, 2015-2016 წლებში კი - „აღსრულების ეროვნულ ბიუროში“ - აღმასრულებლად. მან, ასევე, სტაჟირება გაიარა თბილისის სააპელაციო სასამართლოში. თამარი, ამჟამად, ჩართულია პროექტში „ანტიდისკრიმინაციული მექანიზმის ეფექტურობის გაზრდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის საქართველოში“.