გიორგი მირიანაშვილი

გიორგი მირიანაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციაში „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ მუშაობს 2017 წლის ივლისიდან. გარდა ამისა, იგი არის გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტისა და თბილისის ღია უნივერსიტეტის მიწვეული ლექტორი, საჯარო მმართველობის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კოორდინატორი. 2014-2017 წლებში გიორგი სხვადასხვა პერიოში მუშაობდა რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში მთავარი იურისტის თანამდებობაზე, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში - წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე. იგი არის  ივ. ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი, ფოლკსვაგენის ფონდის სტიპენდიანტი. გიორგი არის ორი მონოგრაფიისა და არაერთი სტატიის ავტორი/თანაავტორი.