ქმედუნარიანობის სისტემის რეფორმის განგრძნობადი მხარდაჭერა საქართველოში

პროექტი: ქმედუნარიანობის სისტემის რეფორმის განგრძნობადი მხარდაჭერა საქართველოში

დონორი ორგანიზაცია: ფონდი"ღია საზოგადოება-საქართველო"

განხორციელების ვადები: 03.05.2017 - 03.05.2019

პროექტის მიზანი:

პროექტის მიზანია საქართველოში ქმედუნარიანობის ახალი რეფორმის მხარდაჭერის გაგრძელება. პროექტი მიზნად ისახავს გადაწყვეტილების მხარდაჭერის მოდელის ალტერნატიული სამართლებრივი მიდგომების დანერგვასა და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების ხელშეწყობას; გადაწყვეტილების მხარდაჭერის საპილოტე მოდელების მონიტორინგს (სათემო სახლებში „ქედელი", „ხელი-ხელს"), საკუთარი უფლებების რეალიზების მიმართულებით სამართლებრივი დახმარების გაწევას იმ პირებისათვის, რომელთაც ახლახანს აღუდგათ ქმედუნარიანობის სტატუსი.

პროექტი ხორციელდება ა/ო "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" მიერ ფონდი "ღია საზოგადოება-საქართველოს" ფინანსური მზარდაჭერით.