ანა თავხელიძე

ანა თავხელიძე 2017 წლის აპრილიდან მუშაობს არასამთავრობო ორგანიზაციაში „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტის პოზიციაზე. 2014 -2016 წლებში ანამ სტაჟირება გაიარა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს პროკურატურაში. ასევე, იურისტის პოზიციაზე მუშაობდა ორგანიზაციაში „კავკასიის ახალგაზრდული კავშირი“. იგი მონაწილეობდა არაერთ საერთაშორისო ტრენინგზე, რომელიც ეხებოდა ადამიანის უფლებებისა და არაფორმალური განათლების განვითარების ხელშეწყობის საკითხებს. ასევე, ანა არის არაფორმალური განათლების ტრენერი. იგი, ამჟამად, ჩართულია პროექტში „აღმოაჩინე საქართველოს კანონმდებლობის გამოუყენებელი შესაძლებლობები გენდერული დისკრიმინაციისა და გენდერული ძალადობის აღმოსაფხვრელად“, რომელსაც ორგანიზაცია "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ახორციელებს.