„მართლმსაჯულების მისაწვდომობის უფლება ბავშვებისათვის“

პროექტი:მართლმსაჯულების მისაწვდომობის უფლება ბავშვებისათვის

პროექტი ხორციელდება UNICEF-ის ფინანსური მხარდაჭერით.

განხორციელების პერიოდი: 07/2016 – 11/2017

პროექტის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს ბავშვის მართლმსაჯულების (სისხლის, სამოქალაქო, ადმინისტრაციული და გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის მესამე ფაკულტატური ოქმის მიმართულებით) ხელმისაწვდომობას მათი ინფორმირებულობითა და ცნობიერების ამაღლების საშუალებით.

პროექტის კონკრეტული მიზნები:

• უზრუნველყოს კანონთან კონფლიქტში მყოფი ბავშვების (ძალადობის მსხვერპლი და დაზარალებული ბავშვები, მზრუნველობა მოკლებული ბავშვები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვები, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ბავშვები, სხვადასხვა რისკ-ჯგუფების წარმომადგენელი ბავშვები და სხვ.) ინფორმირებულობა საკუთარი უფლებებისა და პროცედურების შესახებ, გააცნოს უფლების დაცვის მექანიზმები როგორც ადმინისტრაციულ ორგანოებთან, ისე სასამართლოსთან ურთიერთობის დროს.

• უზრუნველყოს ადამიანის უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების იურისტებისა და ბავშვის უფლებებზე მომუშავე ადვოკატების ინფორმირება პროექტის ფარგლებში გამოვლენილი ბავშვებზე მორგებული მართლმსაჯულების სისტემაში არსებული ხარვეზების შესახებ და მის სამოქალაქო და ადმინისტრაციულ სასამართლოებში წარმომადგენლობის შესახებ ინფორმაციის მიწოდება.

• უზრუნველყოს უფასო იურიდიული დახმარების სამსახურის ადვოკატების ინფორმირებულობა გაეროს უფლებათა კონვენციის მესამე ფაკულტატური ოქმისა და მისი პრაქტიკაში გამოყენების მექანიზმების შესახებ.

• უზრუნველყოს სამოქალაქო განათლების მიმართულებით მომუშავე მასწავლებლების ინფორმირებულობა ბავშვის სასამართლოსთვის მიმართვის უფლების შესახებ, რაც შემდგომში აისახება აღნიშნული მიმართულებით ბავშვის გაზრდილ ცნობიერებასა და სამოქალაქო განათლებაზე.