ქმედუნარიანობის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში

ქმედუნარიანობის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში

განხორციელების ვადები:01.12.2015-30.11.2016

პროექტის განხორციელების ძირითადი სტრატეგიაა შესაძლებლობების გაძლიერება (capacity-building) და განათლება იმ სპეციალისტებისათვის, რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ რეფორმას. ცნობიერების ამაღლება და განათლება ზოგადად საზოგადოებისთვის, ფსიქო-სოციალური საჭიროების მქონე პირებისათვის და მხარდამჭერებისათვის, ისევე როგორც სტრატეგიული სამართალწარმოება და ნეთვორქინგი, მათი უფლებების დასაცავად.

პროექტი განხორციელდება შემდეგი ამოცანების შესასრულებლად:

 

  1. ხელი შეწყობა ქვეყანაში ახალი კანონმდებლობით გათვალისწინებული ქმედუნარიანობის - გადაწყვეტილების მიღების მხარდაჭერის მოდელის - ცოდნაზე-დაფუძნებული სისტემის დანერგვას.
  2. შეიქმნება მხარდამჭერთა მხარდაჭერის მექანიზმი (სატრენინგო პაკეტი, სამართლებრივი დახმარება და კონსულტაცია) და დაიწყება მისი განხორციელება.
  3. სტრატეგიული სამართალწარმოება განხორციელდება ფსიქო-სოციალური პირების უფლებების დასაცავად.

 

ჩატარდება ცნობიერების ამაღლების კამპანია ფართო საზოგადოებისთვის, ისევე როგორ სამართლისა და სხვა სფეროების სპეციალისტებისთვის.

პროექტი ხორციელდება ა/ო "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" მიერ ფონდი"ღია საზოგადოება-საქართველოში" ფინანსური მზარდაჭერით.