ტრენინგი შშმ პირთა საკითხებზე

2016 წლის 20 თებერვალს, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ჩატარდა  ტრენინგი, შშმ ბავშვთა მშობლების გაძლიერებისათვის შშმ პირთა ადვოკატირების საკითხებში.

ტრენინგის მიმდინარეობისას განხილული იქნა ისეთი საკითხები, როგორებიცაა გაეროს შშმ პირთა კონვენცია (UNСRPD), შშმ პირთა განათლების ხელმისაწვდომობა, დისკრიმინაციის აკრძალვა, მშობლების გაძლიერება და მათი ჩართულობის მნიშვნელობა ადვოკატირების პროცესში, მოხდა საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილების გაზიარება, გაეცნენ და მიიღეს ინფორმაცია მედიის როლის შესახებ ადვოკატირების პროცესში.

ტრენინგი ჩატარდა ორგანიზაციების ”პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” და ”Disability Rights International"-ის ერთობლივი პროექტის "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სხვადასხვა ჯგუფის ინკლუზია საქართველოში" ფარგლებში. 
პროექტი ხორციელდება USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით.