შეხვდრა დუშეთის შშმ პირთა პანსიონატში

2016 წლის 30 იანვარს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაცია ”Disability Rights International"-ისა და PHR-ის წარმომადგენელი, შეხვდნენ დუშეთის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატის პერსონალსა და იქ მცხოვრებ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს.
შეხვედრა წარიმართა დისკუსიისა და კითხვა-პასუხის რეჟიმში და მის ძირითად მიზანს წარმოადგენდა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაცნობა. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა, იმ პირების მდგომარეობის შეფასებაზე, რომლებსაც შეუძლიათ, ინსტიტუციის გარეთ, საზოგადოებაში ცხოვრების დამოუკიდებლად გაგრძელება.
შეხვედრა ჩატარდა ორგანიზაციების ”პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” და ორგანიზაცია ”Disability Rights International"-ის ერთობლივი პროექტის "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სხვადასხვა ჯგუფის ინკლუზია საქართველოში" ფარგლებში. პროექტი ხორციელდება USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით.