შეხვედრა კოჯრის შშმ ბავშვთა პანსიონატში

2016 წლის 29 იანვარს, ორგანიზაციების ”პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” და ორგანიზაცია ”Disability Rights International"-ის ერთობლივი პროექტის "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სხვადასხვა ჯგუფის ინკლუზია საქართველოში" ფარგლებში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხების ამერიკელი ექსპერტები, PHR-ის წარმომადგენელთან ერთად სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ კოჯრის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა პანსიონატში, სადაც შეხვდნენ ინსტიტუციის პერსონალსა და მის ბენეფიციარებს.
შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა, ინსტიტუციაში მცხოვრები ბავშვების უფლებრივი მდგომარეობის შესწავლა და დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მოგროვება.
პროექტი "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სხვადასხვა ჯგუფის ინკლუზია საქართველოში" ხორციელდება USAID-ის ფინანსური მხარდაჭერით