PHR-ის ადვოკატების მოთხოვნა

2015 წლის 09 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა PHR-ის ადვოკატების მოთხოვნა და მითითებულ სფეროებში პირს დაუნიშნა დროებითი მხარდამჭერი, რითაც დაიცვა განმცხადებლის კანონიერი ინტერესები.

2015 წლის 27 მარტს განმცხადებელი თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ აღიარებულ იქნა ქმედუუნაროდ, რაც წარმოადგენდა მისთვის მეურვის დანიშვნის საფუძველს. იქედან გამომდინარე, რომ 2015 წლის პირველი აპრილიდან ძალაში შევიდა ცვლილებები საქართველოს სამოქალაქო კანონმდებლობაში ქმედუნარიანობის ინსტიტუტთან დაკავშირებით, განმცხადებელზე აღარ გავრცელდა მეურვის დანიშვნის პროცედურები და საჭირო გახდა მისთვის მხარდამჭერი პირის დანიშვნა. იმის გამო, რომ განმცხადებლის დედას, არ ჰქონდა ინფორმაცია მისი შვილის მხარდაჭერის მიმღებად ცნობასთან დაკავშირებით საჭირო პროცედურების შესახებ და განმცხადებელი იყო კომატოზურ მდგომარეობაში, ხუთი თვის განმავლობაში ვერ ახერხებდა შემოსავლის ერთადერთი წყაროს, განცხადებლისთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსიდან გამომდინარე დანიშნული სოციალური გასაცემლის მიღებას, რის გამოც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს ადგებოდა მნიშვნელოვანი ზიანი.

PHR-მა მოამზადა საქმისთვის საჭირო ყველა მასალა და სასამართლოს წარუდგინა განცხადება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, მხარდაჭერის მიმღებად ცნობასთან დაკავშირებით. ასევე მოთხოვნილ იქნა დროებითი მხარდამჭერის დანიშვნა, რაზეც წარდგენილი იყო სამართლებრივი მტკიცებულებები.

სასამართლომ გაიზიარა PHR-ის ადვოკატების პოზიცია და მოთხოვნილ სფეროებში დანიშნა დროებითი მხარდამჭერი რითაც შესაძლებელი გახდა განმცხადებლის ინტერესების დაცვა