შეხვედრა დუშეთის შშმ პირთა სახლში

                                         

 

2015 წლის 28 ოქტომბერს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე პროფესორი ჟანეტ დანკანი, PHR-ის წარმომადგენლებთან ერთად, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა დუშეთის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სახლში, სადაც იგი შეხვდა 50-მდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს. შეხვედის მიზანს წარმოადგენდა იქ მცხოვრებ და მომუშავე პირთა ძირითადი გამოწვევების იდენტიფიცირება. მონაცემები ასახულ იქნება პროფესორის მიერ მომზადებულ კვლევაში, რომელიც მზადდება საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მდგომარეობის შესახებ. 
შეხვედრის, ფარგლებში ჯანეტ დანკანი გაეცნო, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პრობლემებს, ასევე მათი მომვლელებისა და ადმინისტრაციის იმ საჭიროებებს, რომელთა ნაკლებობაც მათ მუშაობის პროცესში უშლით ხელს.
შეხვედრა ორგანიზებული იყო ორგანიზაციების ”პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” და ”Disability Rights International" მიერ, ერთობლივი პროექტის ფარგლებში, USAID ფინანსური მხარდაჭერით.