შეხვედრა შშმ ბავშვთა მშობლებთან

2015 წლის 27 ოქტომბერს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების მშობლები შეხვდნენ, ინკლუზიური განათლების პროფესორს, ჟანეტ დანკანს, სადაც პირადი ისტორიების საფუძველზე, ხაზი გაუსვეს იმ ძირითად პრობლემებს, რაც საქართველოში, ინკლუზიური განათლების სფეროში არსებობს.

პროფესორმა დანკანმა ყურადღება გაამახვილა განათლების სისტემაში არსებულ გამოწვევებზე და ცნობიერების ამაღლების აქტოვობებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უშუალო ჩართლობაზე.

შეხვედრა გაიმართა ორგანიზაციების ”პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” და ”Disability Rights International" მიერ, ერთობლივი პროექტის ფარგლებში, USAID ფინანსური მხარდაჭერით.