ლექცია-სემინარი რუსთავის 24-ე სკოლა-გიმნაზიაში

 

ჰოლოკოსტის სასტიკი დანაშაულის მსხვერპლი მილიონნახევარზე მეტი ბავშვი გახდა. ამ ტრაგედიის გამომწვევი მიზეზების გაანალიზება მომავალში მსგავსი დანაშაულის თავიდან არიდების ერთადერთი გზაა. შეუწყნარებლობისა და გენოციდის საკითხებზე ევროპის საბჭოს ინიციატივით, რუსთავის 24-ე სკოლა-გიმნაზიაში 10 ნოებერს ლექცია-სემინარი ჩატარდა. PHR-ის ხელმძღვანელმა, ანა აბაშიძემ მოსწავლეებთან ერთად იდისკუსია რასობრივი და ეროვნული ნიშნით შეუწყნარებლობის მძიმე შედეგებზე, ტოლერანტობისა და თანასწორობის პრინციპების ცხოვრებაში დანერგვაზე ბავშვობის ასაკიდან, რომელიც როგორც საგანმანათლებლო პროცესში, ისე ყოველდღიურ ცხოვრებაში ქცევისა და აზროვნების ძირითადი ვექტორი უნდა იყოს.