ადამიანის უფლებების ხედვაზე დაფუძნებული რეაბილიტაციის სერვისები

 

ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული ხედვა რეაბილიტაციის სერვისების აუცილებელი კომპონენტია. სწორედ ამ მიზნით, 2015 წლის 2-3 ნოემბერს, მაკლეინის ასოციაციის პროფესიონალებს გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენციის შესახებ PHR-ის თანამშრომლებმა ტრენინგი ჩაუტარეს. ტრენინგს დაესწრნენ ფსიქოლოგები, ოკუპაციური თერაპევტები და სხვა რეაბილიტაციის დარგის მუშაკები. მათ გააცნეს როგორც UN CRPD-ის პრინციპები ასევე, ადგილობრივი კანონმდებლობის ის ნორმები, რომელიც ეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების უფლებების დაცვას რეაბილიტაციის პროცესში. კერძოდ, თანასწორობის, დისკრიმინაციისგან დაცვის, ფიზიკური შეზღუდვის გამოყენების, სოციალური დაცვის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის, ძალადობის შესახებ რეაგირების და სხვა მარეგულირებელი ნორმები.