სემინარი საჩხერეში

2015 წლის 14 ნოემბერს PHR-ის წარმომადგენელმა მარი კორკოტაძემ სემინარი ჩაატარა საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შენობაში. სემინარს ესწრებოდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, შშმ ბავშვების მშობლები და საჩხერის საკრებულოს თავმჯდომარე თამაზ ნადირაძე. მარი კორკოტაძემ მშობლებს მიაწოდა ინფორმაცია გაერთიანებული ერების შშმ პირთა უფლების კონვენციის და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის 2014-2016 წლების სამოქმედო გეგმის შესახებ. ასევე, გაუზიარა გამოცდილება, პოლონეთში მისი ვიზიტის შესახებ და პირადი გამოცდილება, თუ როგორ დაიცვან საკუთარი შვილების უფლებები. სემინარი ჩატარდა DRI-ის და PHR-ის ერთობლივი პროექტის "შშმ პირთა სხვადასხვა ჯგუფის ინკლუზია საქართველოში" ფარგლებში, რომელიც ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით.