შეხვედრა ქ. რუსთავის მერიაში

2015 წლის 13 ნოემბერს ქალაქ რუსთავის მერიაში გაიმართა შეხვედრა, ქ. რუსთავში მცხოვრები აუტიზმის მქონე ბავშვებისათვის, ABA თერაპიის სერვისის შექმნის და დაფინანსების შესახებ.
შეხვედრას ესწრებოდნენ PHR-ის წარმომადგენელი მარი კორკოტაძე, ორგანიზაციის "პარტნიორობა თანასწორობისთვის" წარმომადგენლები ნინო მარუაშვილი და ნინო ნანუაშვილი, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ლაშა ლობჟანიძე, სოციალური მომსახურების, ჯანმრთელობის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი დავით ჩაჩხიანი. როგორც შეხვედრის მონაწილენი შეთანხმდნენ, პირველ ეტაპზე მოხდება ქალაქ რუსთავში რეგისტრირებული აუტიზმის მქონე ბავშვების სტატისტიკის შეგროვება, სერვისის ტარიფის განსაზღვა და ბიუჯეტის შედგენა. შეხვედრა გაიმართა ორგანიზაციის "პარტნიორობა თანასწორობისთვის" ინიციატივით.