საერთაშორისო კონფერენცია - „აუტიზმი"

11 ნოემბერს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია - „აუტიზმი: არსებული სიტუაცია და გამოწვევები საქართველოში“.
კონფერენცია მიზნად ისახავდა აუტისტური სპექტრის მქონე პირთა მდგომარეობის მიმოხილვას საქართველოში.
PHR-ის წარმომადგენელმა მარი კორკოტაძემ ისაუბრა იმ პრობლემებზე, რომელიც აუტიზმის მქონე მოსწავლეებს აქვთ დღეს სკოლებში. მისი აზრით, მნიშველოვანია სკოლებში არსებობდნენ ინდივიდუალური ასისტენტები, რომლებიც დაეხმარებიან აუტიზმის მქონე მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესში ჩართვაში. როგორც, ჩეხეთის აუტიზმის მქონე პირების დახმარების ასოციაციის (APLA) ექსპერტებმა განაცხადეს, ჩეხეთშიც, სკოლებში ყველა ბავშვს ყავს ინდივიდუალური ასისტენტი, რაც მათი თქმით, ხელს უწყობს მოსწავლეების უნარების გამოვლენა-განვითარებას და მათ ინტეგრაციას საზოგადოებაში.