სათემო ცენტრებში მცხოვრები პირების სამართლებრივი დახმარება

PHR-მა სამართლებრივი დახმარების ფარგლებში 2015 წლის 29 აგვისტოს ვიზიტი განახორციელა ქ. გურჯაანში, სოციალური ინკლუზიის მხარდამჭერი ორგანიზაციის ,,ხელი ხელს“ სათემო ცენტრებში.

ვიზიტის ძირითადი მიზანი იყო ცენტრის ხელმძღვანელობასთან ერთად ქმედუუნაროდ აღიარებული პირებისათვის მხარდამჭერის დანიშვნისათვის საჭირო პროცედურების განსაზღვრა და ცენტრში მცხოვრები იმ ოჯახებისათვის სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის დაწყება, რომლებიც დღემდე ვერ ახერხებენ შვილების თავად აღზრდას.

ვიზიტი განხორციელდა DRI-ისა და PHR -ის ერობლივი პროექტის ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სხვადასხვა ჯგუფების ინკლუზია საქართველოში“ ფარგლებში.