საჯარო დისკუსიები გურიაში

,,პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის" ორგანიზაციებთან "კონსტიტუციის "42-ე მუხლი" და "ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის" ახორციელებს პროექტს: “შშმ პირთა ჩართულობა ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში”.

პროექტის ფარგლებში 29-30 ივნისს გურიაში პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად 3 საჯარო დისკუსია ოზუგეთის რაიონის სოფელ ლიხაურში, დვაბზუში და ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ოფისში ჩატარდა.

დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებმა და მათმა მშობლებმა, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა, საჯარო სკოლის მასწავლებლებმა.

პროექტი ხორცილედება ევროკომისიისა და OSGF-ის ფინანსური მხარდაჭერით