PHR-ის წევრმა ანა არგანაშვილმა, 31 ივლისს ქალთა მიმართ ძალადობისა და თანასწორობის თემაზე სამუშაო შეხვედრა ჩაატარა.

PHR-ის წევრმა ანა არგანაშვილმა, 31 ივლისს ქალთა მიმართ ძალადობისა და თანასწორობის თემაზე სამუშაო შეხვედრა ჩაატარა. შეხვედრას ესწრებოდნენ ახალგაზრდები პანკისის ხეობის სოფლებიდან. შეხვედრის ძირითადი შინაარსი დაეთმო ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის, იდენტიფიცირებისა და რეაგირების მექანიზმებს, ეროვნული კანონმდებლობით და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ დაცვის მექანიზმებს. ქალთა განათლებისა და გაძლიერების საკითხებს.
შეხვედრა ჩატარდა პანკისის უხუცეს ქალათ საბჭოს მიწვევით, პროექტის "ქალები ქალების სამსახურში" ფარგლებში, ქალთა ფონდი საქართველოში მხარდაჭერით.