PHR-ის სემინარი FAD-ის წევრებისთვის

2015 წლის 31 ივლისს ორგანიზაციამ "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის-PHR" ორგანიზაციის "ოჯახები დისკრიმინაციის წინააღმდეგ-FAD" 17 წევრისათვის ჩაატარა სემინარი შემდეგ საკითხებზე:
1. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისათვის სტატუსის მინიჭება,გადასინჯვა,შეწყვეტა
2. მხარდაჭერის საჭიროების მქონე პირად აღიარება და მხარდამჭერის უფლება მოვალეობები
3. სოციალური დაცვის სისტება და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები(საპენსიო პაკეტი, სოციალური პაკეტი და სხვა)
4. ჯანმრთელობის დაცვის სისტემა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები
5. საყოველთაო დაზღვევა (36-ე დადგენილება და მისი ადმინისტრირების პროცედურები)
6. ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამები (308-ე დადგენილება)
7. რეფერალური მომსახურების პროგრამა, დაფინანსების მოპოვება (331-ე დადგენილება)
სემინარს კითხულობდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტი ალექსანდრე თორია.
სემინარის მიზანს წარმოადგენდა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ოჯახის წევრებისათვის ინფორმაციის მიწოდება მათი უფლებების შესახებ, რათა მიეცეთ საშუალება დაიცვან როგორც შვილების, ასევე საკუთარი უფლებები.