უნივერსალური პერიოდული მიმოხილვა - დისკრიმინირებულ და მოწყვლად ჯგუფთა უფლებების დაცვა საქართველოში

 

PHR-მა უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) ფარგლებში ჩრდილოვანი ანგარიში მოამზადა. ანგარიში შეეხება საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვას და ყურადღება გამახვილებულია ამ მიმართულებით ქვეყანაში არსებულ მთავარ გამოწვევებზე.

ანგარიშის განხილვა მოხდება ადამიანის უფლებათა საბჭოში, 2015 წლის 10 ნოემბერს, 23-ე სესიაზე, როდესაც საბჭო იმსჯელებს საქართველოს სახელმწიფოს მიერ ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით აღებული ვალდებულებების შესრულების თაობაზე.

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებათა შესახებ უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის ჩრდილოვანი ანგარიშის მომზადებაში მონაწილეობა მიიღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა:
1. ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);
2. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR);
3. ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის;
4. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA).

ანგარიში შეგიძლიათ გადმოწეროთ აქედან.