PHR- ის წარმომადგენელი "ჰაინრიხ ბიოლის ფონდი"-ს მიწვევით, ბერლინში გამართულ საჯარო დისკუსიაზე.

29 სექტემბერს, ჰაინრიხ ბიოლის ფონდის მიწვევით PHR-ის წარმომადგენელმა, ანა არგანაშვილმა მონაწილეობა მიიღო ბერლინში გამართულ საჯარო დებატებში უკრაინის, სლოვაკეთისა და რუსეთის წარმომადგენლებთან ერთად. დებატების დროს განხილული იყო კონსერვატიული და ნაციონალისტური გავლენების გაძლიერება ევროპაში და აღნიშნულის ეფექტი გენდერული თანასწორობის სტატუსზე. ასევე, რელიგიური ინსტიტუტების, შეიარაღებული კონფლიქტებისა და ტრადიციული საზოგადოების გამოწვევები და გავლენები გენდერულ თანასწორობაზე.