დღეიდან, ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ „საქართველოს კოალიცია ბავშვთა და ახალგაზრდათა კეთილდღეობისათვის“ წევრია.

„საქართველოს კოალიცია ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობისათვის“ არის თანასწორუფლებიანობის პრინციპზე დაფუძნებული, ბავშვებისა და ახალგაზრდების საკითხებზე ორიენტირებული საქართველოში მომუშავე საზოგადოებრივი ორგნიზაციების გაერთიანება, რომლის მიზანია ქვეყანაში ბავშვებისა და ახალგაზრდების კეთილდღეობის არსებული სისტემის განვითარება და მათი უფლებების დაცვის ხელშეწყობა.
კოალიციაში შექმნილია ოთხი სამუშაო ჯგუფი, ეს ჯგუფებია:
1. პრევენცია და ოჯახის მხარდამჭერი მომსახურებების განვითარება
2. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხები
3. ბავშვების და ახალგაზრდების დაცვა ძალადობისგან და უგულებელყოფისაგან
4. ზრუნვის სისტემიდან გამოსული ახალგაზრდების პრობლემები

აღნიშნული ჯგუფებიდან „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ჩაერთვება ორი ჯგუფის მუშაობაში, ესენია:
1. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხები
3. ბავშვების და ახალგაზრდების დაცვა ძალადობისგან და უგულებელყოფისაგან