გილოცავთ ბავშვთა საერთაშორისო დღეს! გისურვებთ ბედნიერ და საინტერესო ცხოვრებას!

ბავშვები არიან თანასწორუფლებიანი და ღირსების მქონე მოქალაქეები, უფლებების და თავისუფლებების სუბიექტები. ბავშვები, გამოთქვამენ მოსაზრებებს მათთვის საინტერესო თემებზე და ითხოვენ ყურადღებას. ისინი, როგორც ყველა ჩვენთაგანი, იმსახურებენ პატივისცემას და უფლებების გარანტირებულად დაცვას მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

ძირითადად ბავშვთა ხმა არ ისმის საჯარო სივრცეში, სახელმწიფო მუშაობს ბავშვებზე ბავშვების გარეშე, რადგან მათ არ განიხილავენ როგორ თანასწორ და სრულუფლებიან მოქალაქეებს. სწორედ ამიტომ PHR-ის პროექტისბავშვთა მართლმსაჯულების უფლების გაძლიერება საქართველოში“, ფარგლებში ქმნისბავშვთა მრჩეველთა საბჭო“, სადაც თავად ბავშვები იქნებიან აქტიურად ჩართულნი ორგანიზაციის საქმიანობაში, მიიღებენ ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობას. მოამზადებენ მოსაზრებებს და რეკომენდაციებს სახელმწიფოსთვის და ჩაერთვებიან საზოგადოებრივ პროცესებში. ასევე მრჩეველები კონსულტაციას გაუწევენ ორგანიზაციას ბავშვებთან დაკავშირებულ მიმდინარე საკითხებზე. ორგანიზაცია, თავის მხრივ იზრუნებს, რომ ბავშვებს ჰქონდეთ უსაფრთხო გარემო და საინტერესო სამუშაო პირობები მათი ინტერესების უპირატესი დაცვით.

რისთვის იქმნება ბავშვთა მრჩეველთა საბჭო?

  • იმისათვის, რომ ისმოდეს ბავშვების ხმა
  • იმისათვის, რომ ბავშვები თავად იყვნენ აქტიურად ჩართულნი იმ პროცესებში, რომლებიც მათ უფლებებს და საუკეთესო ინტერესებს ეხება
  • იმისათვის, რომ გაძლიერდეს ბავშვთა მართლმსაჯულების უფლება საქართველოში

ვის შეუძლია შეავსოს განაცხადი?

საქართველოში მცხოვრებ ყველა ბავშვსრომელიც არის 10-17 წლის. იმისათვის რომ საბჭო იყოს წარმომადგენლობითი, შერჩევის დროს მოქმედებს კვოტირების სისტემა. თანასწორი და მრავალფეროვანი გარემოს შექმნის მიზნით საბჭოს შემადგენლობაში იქნებიან ბავშვები: შეზღუდული შესაძლებლობისა და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების, სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური და სხვა უმცირესობის წარმომადგენელი ბავშვები.

განაცხადები მიიღება 15 ივნისის ჩათვლით!  კანდიდატის შერჩევა მოხდება 2 ეტაპად. აპლიკაციის შეფასება და გასაუბრება.

მსურველებს გთხოვთ განაცხადი გამოაგზავნოთ მითითებულ მისამართზე –  https://forms.gle/VoTBpcQYd4hjT5Wy7

რამდენი წევრი ეყოლება საბჭოს?

ბავშვთა მრჩეველთა საბჭო დაკომპლექტდება 11 წევრისგან, ერთი წლის ვადით. საბჭოს შემადგენლობა განახლდება ყოველ წელიწადს.

პროექტს ახორციელებს ორგანიზაცია პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR), აშშ- საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში (PROLoG) პროგრამის ფარგლებში, რომელიც ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) მიერ.