გიამბობთ ბავშვზე, რომელმაც წერილი უფლებადამცველ ანა არგანაშვილს გაუგზავნა და თავისი გასაჭირი გაუზიარა: სახელმწიფო მას მინდობით აღმზრდელი ოჯახის შეცვლას უპირებდა, რასაც ძალიან განიცდიდა.
2019 წლის 20 აგვისტოს მიღებული ბავშვის უფლებათა კოდექსის თანახმად, 7 წლის ბავშვს დამოუკიდებლად შეუძლია მიმართოს სასამართლოს. თუმცა, ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვა კვლავ გამოწვევად რჩება, რიგ შემთხვევაში გაჭიანურებული საქმეების გამო.
#ევროპისსაბჭო -ს სახელმძღვანელო ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების შესახებ არეგულირებს ბავშვთა უფლებებს სასამართლო პროცესამდე და მის შემდეგ.
ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების აუცილებლობაზე საუბრობს ლანსაროტეს კონვენციაც.
ისტორიები მომზადდა კამპანიის #მართლმსაჯულებაყველას ფარგლებში, რომელსაც მხარს უჭერს პროგრამა „პარტნიორობა კარგი მმართველობისათვის“.