ბავშვის უფლებათა კონვენციის მე-12 მუხლის მიხედვით.

სტატიის ავტორი: „Save the Children UK on behalf of International Save the Children Alliance, London.

არაოფიციალური თარგმანი

მასალა მოამზადა სოფიკო მენაბდიშვილმა


შესავალი

ბავშვთა თანამონაწილეობა გულისხმობს:

“მიმდინარე პროცესს, რომელიც მოიცავს ინფორმაციის გაზიარებას და დიალოგს ბავშვებსა და უფროსებს შორის ურთიერთპატივისცემის საფუძველზე, და რომელშიც ბავშვებს შეუძლიათ ისწავლონ, თუ როგორ ხდება მათი და უფროსების შეხედულებების გათვალისწინება და ამგვარი პროცესებით შედეგზე ფორმირება.”

ბავშვის უფლებათა კონვენციის (CRC) მე-12 მუხლი - ბავშვის მოსმენის უფლება - არის ბავშვების მონაწილეობის ფუნდამენტური პრინციპი. როგორც CRC-ის ოთხი სახელმძღვანელო პრინციპიდან ერთ-ერთი, მე-12 მუხლი დაკავშირებულია და განუყოფელია კონვენციით გათვალისწინებული ყველა სხვა უფლებისგან. არის დამატებითი სტატიები, რომლებიც კონკრეტულად კვეთს მე-12 მუხლს და პირდაპირ გვეხმარება ბავშვების  მონაწილეობის მნიშვნელობის განსაზღვრაში. ეს სამოქალაქო უფლებები ფართოდ იქნა დამკვიდრებული ტერმინით „მონაწილეობა“ და მოიცავს გამოხატვის, აზრის, სინდისის, რელიგიის, გაერთიანების, მშვიდობიანი შეკრების, კონფიდენციალურობის დაცვისა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებას (CRC-ის 13-17 მუხლები).

გარდა ამისა, კონვენციის 23-ე მუხლი ხაზს უსვამს ისეთი პირობების შექმნის მნიშვნელობას, რომელიც ხელს შეუწყობს შშმ ბავშვების აქტიურ მონაწილეობას საზოგადოებაში. ხოლო 29-ე მუხლი ახალისებს განათლებას, რომელიც, თავის მხრივ ამზადებს ბავშვს თავისუფალ, მშვიდობიან, ტოლერანტულ და თანასწორ საზოგადოებაში ცხოვრებისათვის.

Save the Children-ის განმარტებით, ბავშვების მონაწილეობა არ არის მხოლოდ აქტივობა ან ღონისძიება, არამედ მთავარი პრინციპია, რომელიც განსაზღვრავს პროცესში ჩვენს ქცევას.

ბავშვების მონაწილეობა  მოიცავს მრავალ ასპექტს და არის უმთავრესი პრინციპი სწორი მიდგომისა და სამყაროს მხრიდან მათთან მოპყრობის ჩამოყალიბებისთვის. ეს არის  სამოქალაქო უფლებების ერთობლიობა, გამოსაყენებელი პრინციპი და სხვა უფლებათა შესრულების საშუალება.

2000-2006 წლებში, Save the Children მხარს უჭერდა ბავშვების მონაწილეობას ორ მნიშვნელოვან პროცესში: გაეროს სპეციალურ სესიაზე ბავშვების შესახებ და გაეროს კვლევა ბავშვთა მიმართ ძალადობის შესახებ. სათემო, ეროვნულ, რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე ბავშვები მონაწილეობდნენ და აზიარებდნენ თავიანთ გამოცდილებას/ რეკომენდაციებს. სწორედ ამ პროცესების მეშვეობით დავინახეთ, რომ ბავშვი ისტორიაში პირველად მიმართავს გაეროს გენერალურ ასამბლეას და ყალიბდება  ეროვნული, რეგიონალური და საერთაშორისო მექანიზმები იმისათვის, რომ შეწყდეს ძალადობა ბავშვების მიმართ (ბავშვებთან), რომელიც დღემდე არსებობს.

2009 წლიდან, UNCRC-ის მე-12 მუხლის ზოგადი კომენტარი (CRC/C/GC/12) მოიცავს, შვიდი სტანდარტის საფუძველზე შექმნილ,  ცხრა ძირითად მოთხოვნას ბავშვის მოსმენის უფლების განსახორციელებლად.

ცხრა ძირითადი მოთხოვნა ბავშვების შინაარსიანი და ეთიკური მონაწილეობისთვის ემსახურება ბავშვის ხარისხიანი მონაწილეობის უზრუნველყოფას „ყველა პროცესში, რომლებსაც  ბავშვები ისმენენ და მონაწილეობენ“.

მასალა მომზადებულია ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. 

დოკუმენტის გადმოწერა: