ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო. 2013 წლის 12 ნოემბერი, განაცხადი No 5786/08
არაოფიციალური თარგმანი
მასალა მომზადებულია თამარ გაბოძის მიერ
შედეგი: სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-8 მუხლის (პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) და კონვენციის მე-13 მუხლი (ეფექტური დაცვის მექანიზმების არსებობა) დარღვევა.
საქმის არსი: შევედეთის მართმსაჯულების სისტემამ ეფექტურად ვერ დაიცვა 14 წლის ბავშვის უფლებები, რომელსაც მამაინაცვლმა, აბაზანაში ფარულად გადაუღო ვიდეო. რომ აბაზანაში ფარულად ვიდეოს გადაღება წარმოადგენდა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევას, უაღრესად ინტიმურ ასპექტებში. საქმეს ამძიმებდა ის ფაქტი, რომ არასრულწლოვნის ფარულად გადაღება ხდებოდა ოჯახში, სადაც ბავშვს თავი დაცულად და უსაფრთხოდ უნდა ეგრძნო.
საქმის გარემოებები:
განმცხადებელია შვედეთის მოქალაქე 14 წლის ელიზა სოდერმანი. განმცხადებელს წარმოადგენდნენ იურისტები. განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ შვედეთის სახელმწიფომ ვერ შეასრულა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით გათვალისწინებული ვალდებულებით დაეცვა იგი პირადი ცხოვრების უფლების დარღვევისგან. აპლიკანტი ასევე უთითებდა კონვენციის მე-13 მუხლზე, რადგან მის მიმართ არ განხორციელებულა სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალება ეროვნული დონეზე.
2002 წლის სექტემბერში, როდესაც განმცხადებელი იყო 14 წლის მან აღმოაჩინა რომ მის მამინაცვალს აბაზანაში, სარეცხის კალათაში მალულად მოთავსებული ჰქონდა ჩართული ვიდეოკამერა, რომელიც მიმართული იყო იმ ადგილისკენ სადაც ხდება გაშიშვლება. კამერა გამოსცემდა ზუზუნის ხმას და ციმციმებდა. ორი წლის შემდეგ, 2004 წლის სექტემბერში, მამინაცვალს ბრალი წაეყენა განმცხადებლის ბიძაშვილის, 16 წლის გოგონას სექსუალური ძალადობის ფაქტზე. ამის შემდეგ განმცხადებლის დედამ აბაზანის ინციდენტის შესახებ განაცხადა პოლიციაში. პროკურორმა ბრალი წაუყენა მამინაცვალს სექსუალური შევიწროვებისთვის(sexuellt ofredande) ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით. ასევე ბრალი წაეყენა 2003 წლის ზაფხულში განმცხადებლისთვის ფანჯრიდან ფარულად ყურების გამო, როდესაც ის იხდიდა ტანსაცმელს.
შვედეთის პირველი
ინსტანციის სასამართლო
2006 წელს, შვედეთის პირველი ინსტანციის სასამართლომ მამინაცვალი გაასამართლა სექსუალური შევიწროების გამო სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, როგორც ეს იყო ფორმულირებული იმ დროისთის. სასამართლო პროცესზე ჩვენება მისცეს მომჩივანმა, მომჩივანის დედამ, მისმა ბიძაშვილმა და მამინაცვალმა. მომჩივანმა დაადასტურა რომ 2002 წლის სექტემბერს, როდესაც აპირებდა შხაპის მიღებას, მან აღმოაჩინა კამერა, რომელიც იყო ჩაწერის რეჟიმში. იგი მივიდა დედასთან ცრემლიანი და პირსახოცში გახვეულ ვიდეოკამერა აჩვენა. მამინაცვალმა დედას კამერა წაართვა. დაინახა დედა და მამინაცვალი როგორ წვავდნენ კამერაში არსებულ ჩანაწერს, მაგრამ არ იყო დარწმუნებული რომ ეს იყო მისი ჩანაწერი. განმცხადებლის დედამ დაადასტურე განმცხადებლის ჩვენება. ასევე განმარტა, რომ მან არ იცოდა თუ რა შინაარსის იყო ვიდეო ჩანაწერი რადგან, ჩანაწერი ისე განადგურდა, რომ ის არავის არ უნახავს.
ბრალდებულმა განმარტა, რომ მას სურდა გადაღება ფარული კამერით, მაგრამ ეს იყო იმპულსური აქტი. ასევე ის არ იყო დარწმუნებული კამერა დატოვა თუ არა ჩართულ რეჟიმში და რეალურად არსებობდა თუ არა ჩანაწერი გაკეთებული.
განმცხადებელმა, მოითხოვა კომპენსაციის 25,000 შვედური კრონის ოდენობით. 15,000 კრონი მისი პირად ხელშეუხებლობის უფლების დარღვევისთვის, ხოლო 10,000 დანაშაულის შედეგად განცდილი ტკივილისთვის და ტანჯვისთვის.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ სააბაზანოში ფარული კამერის დაყენებისას, ბრალდებულს ჰქონდა სექსუალური მიზნები, მით უფრო კამერის ისეთ ადგილას მოთავსებით, სადაც გამოჩნდებოდა გაშიშვლება. ასევე, სასამართლომ დასძინა, რომ ზუზუნის ხმა ქმნიდა მყარი ვარაუდის საფუძველს, რომ კამერა იყო ჩართული და ხდებოდა ჩაწერა. სწორედ ამ მიზნით იყო კამერა ტანსაცმლის კალათაში დამალული. სამრეცხაო კალათის ხვრელი მიუთითებდა, რომ სტრატეგია საკმაოდ დახვეწილი იყო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ შემდგომში არავის გადაუმოწმებია ჩანაწერის არსებობა, დადგენილად უნდა ჩათვლილიყო, რომ მამინაცვალმა რეალურად განახორციელა არასრულწლოვნის ჩაწერა, როდესაც ის შიშველი იყო.
შვედეთის სააპელაციო
სასამართლო
სააპელაციო სასამართლომ 2007 წლის 16 ოქტომბრის გადაწყვეტილებით, განმცხადებლის მამინაცვალი განმცხადებლის ბიძაშვილის მიმართ ჩადენილ სექსუალურ ძალადობაში, დამნაშავედ ცნო. ხოლო რაც შეეხება აბაზანაში განმცხადებლისთვის ფარულად ვიდეოს გადაღებას, სააპელაციო სასამართლომ მამინაცვალი სექსუალურ შევიწროვებაში გაამართლა.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ მამინაცვალმა აბაზანაში კამერა დადო და დაიწყო ჩაწერა მანამ, სანამ განმცხადებელი შხაპის მიიღებდა. ასევე გაურკვეველი იყო ნამდვილად არსებობდა თუ არა ჩანაწერი.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ფარული ვიდეო ჩანაწერი, არ შეიძლებოდა შეფასებულიყო სექსუალურ შევიწროვებად ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად. სააპელაციო სასმართლო გადაწყვეტილებაში იშველიებს ეროვნულ კანონმდებლობას და შვედეთის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებებს, რომლის თანახმად, ინფორმირებულობის გარეშე ვიდეო გადაღების ფაქტი თავისთავად არ იყო დანაშაული და არ არსებობდა ზოგადი აკრძალვა გადაღების შესახებ ინდივიდს თანხმობის გარეშე. შესაბამისად, არ შეიძლებოდა ბრალდებულს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაკისრებოდა ინფორმირებულობის გარეშე ვიდეო გადაღების ფაქტზე, რამდენადაც, ქმედება არ შედიოდა სექსუალური შევიწროების დანაშაულის განმარტებაში.
აღნიშნული მსჯელობის შემდეგ სააპელაციო სასამართლო უთითებს რომ განმცხადებლის ასაკის გათვალისწინებით, ვიდეოგადაღების ფაქტი თეორიულად შესაძლებელია ყოფილიყო ბავშვთა პორნოგრაფიის მცდელობა. თუმცა, ვინაიდან მამინაცვლისთვის ეს ბრალდება არ წაუყენებიათ, სააპელაციო სასამართლო ვერ იმსჯელებდა ამასთან დაკავშირებით.
დასასრულს, სასამართლომ განმარტა, რომ მამინაცვლის ქცევა იყო უკიდურესად გასაკიცხი, თუმცა სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენის ბრალდებაში უნდა გამართლებულიყო. რაც შეეხება 2003 წლის ზაფხულის ბოლოს მომხდარ ინციდენტს, მამინაცვლის მიერ, განმცხადებლის ფარულად ყურების შესახებ, სასამართლომ დაადგინა, ასეთი საქციელი ასევე იყო გასაკიცხი თუმცა , განმცხადებელს არ ჰქონდა განზრახვა, რომ მომჩივანი დაენახა ფანჯრიდან.
რამდენადაც, ბრალდებული გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში, ეროვნული დონეზე განმცხადებლის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების შესახებ დაუშვებლად იქნა ცნობილი, რადგან შვედეთის ეროვნული კანონმდებლობის თანახმად, როდესაც სამოქალაქო სარჩელი გაერთიანდებოდა სისხლის სამართალის საქმეს, სისხლის სამართლის ნაწილში ადამიანის გამართლება აღარ იძლეოდა სამოქალაქო წესით კომპენსაციის მოთხოვნის შესაძლებლობას. შესაბამისად ეროვნულ დონეზე არ არსებობდა სხვა საფუძველი, რომელზე დაყრდნობითაც განმცხადებელს შეეძლო ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა.
2007 წლის 12 დეკემბერს
უზენაესი სასამართლომ უარი განაცხადა საქმის განხილვაზე და გადაწყვეტილება გახდა საბოლოო.
ადამიანის უფლებათა
ევროპული სასამართლოს შეფასება
გამოსაყენებელი კანონმდებლობა
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს: მიუხედავად იმისა, რომ შვედეთის კანონმდებლობა
იმ დროისთვის არ შეიცავდა რაიმე ამკრძალავ დებულებას ფარულ გადაღებებთან დაკავშირებით,
არსებობდა ნორმები, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელი იყო ქმედების სექსუალური შევიწროვებად
შეფასება.
ევროპული სასამართლო შეახსენებს შვედეთს, რომ ინციდენტის დროს სახელმწიფოს რატიფიცირებული ჰქონდა ბავშვის უფლებათა ევროპული კონვენცია და ვალდებული იყო შეესრულებინა კონვენციით ნაკისრი ვალდებულებები. მათ შორის მე-19 და 34-ე მუხლებით გათვალიწინებული ბავშვთა დაცვის ვალდებულება ნებისმიერი ფორმის ძალადობისგან სექსუალური ძალადობის ჩათვლით. პალატა ასევე შეახსენებს ევროპის საბჭოს კონვენციას „სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისაგან ბავშვთა დაცვის შესახებ“ და განმარტავს რომ კონვენციის მონაწილე მხარე ვალდებულია მოახდინოს ბავშვთა მიმართ სექსუალურ შინაარსის ქმედებების კრიმინალიზება.
პალატა ყურადღებას ამახვილებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობაზე, რომ მამინაცვლის ქმედება შესაძლოა ყოფილიყო ბავშვთა პორნოგრაფია, თუმცა რამდენადაც ბრალდებულისთვის პროკურატურას ამ კვალიფიკაციით არ წაუყენებია ბრალი, სააპელაციო სასამართლო ამ პერსპექტივით საქმეს ვერ განიხილავდა.
პალატა შეახსენებს სახელმწიფოს ვალდებულებას გადადგას ეფექტური და გონივრული ნაბიჯები ადამიანის უფლებების დარღვევის წანააღმდეგ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ბავშვებს ეხება. სექსუალური ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებზე წევრ სახელმწიფოებს ევალებათ უზრუნველყონ ეფექტური სისხლის სამართლის კანონმდებლობის არსებობა.
მთავრობა ამტკიცებდა, რომ შვედეთმა შეასრულა მე-8 მუხლით გათვალისწინებული პოზიტიური ვალდებულებები. გამოძიება ჩატარდა ეფექტურად და მამინაცვალი სისხლის სამართლის პასუხისგებაში იქნა მიცემული, თუმცა ვერ მოხდა საბოლოოდ მისი მსჯავრდება. პროკურატურისთვის დაგვიანებით მომართვამ შექმნა სირთულეები მტკიცებულებების მოპოვების და გამოკვლევის კუთხით. მთავრობა აღნიშნავდა, რომ განმცხადებლის დედამ პროკურატურას მომართა საკმაოდ გვიან, მაშინ როდესაც განადგურებული იყო ჩანაწერი რის გამოც, პროკურატურა მოკლებული იყო შესაძლებლობას, ემსჯელა ბავშვთა პორნოგრაფიის შესახებ.
კონვენციის მე-8 და
მე-13 მუხლების დარღვევა
პალატის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ განსახილველი ფაქტი არ მოიცავდა ფიზიკურ ძალადობას, შეურაცხყოფას ან კომუნიკაციას, მან გავლენა მოახდინა მომჩივანის პირადი ცხოვრების უაღრესად ინტიმურ ასპექტებზე.
სასამართლო აღნიშნავს, რომ აბაზანაში ფარულად ვიდეო გადაღების ფაქტი წარმოადგენდა განმცხადებლის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევას. მამინაცვალმა ხელყო მისი პირადი ცხოვრება უაღრესად ინტიმურ ასპექტებში. გარემოებებს ამძიმებდა ის ფაქტი, რომ განმცხადებელი იყო არასრუწლოვანი. ასევე ის, რომ ინციდენტი მოხდა სახლში, სადაც ბავშვს თავი დაცულად და უსაფრთხოდ უნდა ეგრძნო და მას ნდობა ჰქონდა ოჯახის წევრების მიმართ.
სასამართლო უკმაყოფილებას გამოთქვამდა იმ დროს მოქმედი შვედური კანონმდებლობის შესახებ. მათ შორის, კომპენსაციის მოთხოვნის შეუძლებლობის გამო. შვედეთის ეროვნული კანონმდებლობის თანახმად, განმცხადებელს არც სისხლის სამართლის და არც სამოქალაქო სამართლოს წესით არ მიეცა შესაძლებლობა ესარგებლა სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებით ეროვნულ დონეზე
ყველა ზემოაღნიშნული გარემოებებს გათვალისწინებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ თექვსმეტი ხმით ერთის წინააღმდეგ, დადგენა, რომ არასრულწლოვნის მიმართ ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-8 და 13-ე მუხლების დარღვევას.
სასამართლომ სახელმწიფოს,
მოპასუხის სასარგებლოდ, დააკისრა 10 000 ევროს გადახდის ვალდებულება.
მასალის სანახავად დააჭირე აქ.
მასალა მომზადებულია ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.