ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2012 წლის 19 იანვარი განაცხადი No39884/05

 

არაოფიციალური თარგმანი

მასალა მოამზადა თამარ გაბოძემ

 

შედეგი: ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ წინამდებარე საქმეში დაადგინა, რომ უკრაინის ხელისუფლებამ ვერ დასაბუთა თოთხმეტი წლის ბავშვის პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა, რითაც დაარღვია როგორც საერთაშორისო, ასევე ეროვნულ სტანდარტები და შესაბამისად დარღვევა დაადგინა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის.

საქმის არსი: უკრაინის მოქალაქე 14 წლის ბავშვი პოლიციელებმა უკანონოდ დააკავეს და თავისუფლება შეუზღუდეს (დააპატიმრეს) ასევე მას შეუზღუდეს თავის დაცვის ეფექტური შესაძლებლობა უკრაინაში.  

საქმის გარემოებები:

განმცხადებელი დაიბადა 1990 წელს და ცხოვრობს ხარკოვში. ოდესაც განმცხადებლის წინააღმდეგ ხარკოვის  რაიონულმა პოლიციამ აღძრა სისხლის სამართლის საქმე იგი იყო 14 წლის გოგო.

საქმე ეხებოდა 2005 წლის იანვარში მობილური ტელეფონის და საყურეების ქურდობის მცდელობას ორ სხვა არასრულწლოვანთან ერთად. შემთხვევაში ჩაერია ორი თვითმხილველი, რომლებმაც არ მისცეს ბავშვებს დანაშაულის ჩადენის შესაძლებლობა.

2005 წლის 29 მარტს, დანაშაულის მცდელობიდან სამი თვის შემდეგ, არასრულწლოვნის წინააღმდეგ შემუშავდა დადგენილება პირის ბრალდების შესახებ. გამომძიებელმა ავალა პოლიციას მოეყვანა განმცხადებელი დაკითხვაზე. პოლიციამ განაცხადა, რომ შეუძლებელი იყო განმცხადებლის ადგილსამყოფელის დადგენა, რის გამოც, იმავე დღეს იგი შეიყვანეს ძებნილთა სიაში.

2005 წლის 19 აპრილს, პოლიციამ დააკავა მომჩივანი დედის სახლის მისამართზე. დაკავების საფუძვლებში პოლიციის მიერ მითითებულია დანაშაულის სიმძიმე, დაკავებულის მხრიდან მიმალვის და მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის საფრთხე.  

2005 წლის 21 აპრილს, განმცხადებლის ადვოკატის მიერ შეტანილი იქნა საჩივარი სასამართლოში. ადვოკატი უთითებდა ეროვნულ კანონმდებლობაზე და განმარტავდა რომ არასრულწლოვნის დაკავება ნებადართული იყო მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში. ადვოკატი ასევე აპელირებდა, რომ დაკავება მოხდა სასამართლო ბრძანების გარეშე, რის გამოც, იყო უკანონო. იმავე დღეს საგამოძიებო ორგანოების შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ 14 წლის გოგოს შეუფარდა წინასწარი პატიმრობა.

პატიმრობის გამოყენების დასაბუთებაში მოსამართლე განმარტავდა, რომ განმცხადებელს ბრალი ედებოდა მძიმე დანაშაულის ჩადენაში და ის არ ცხადდებოდა საგამოძიებო ორგანოებში. გარდა ამისა, დედა, რომელსაც შეზღუდული ჰქონდა მშობლის უფლება, ნაკლებად სავარაუდო იყო, რომ უზრუნველყოფდა მომჩივანის საგამოძიებო ორგანოებში გამოცხადებას, რადგან მას თავად ჰქონდა კრიმინალური წარსული და ალკოჰოლზე იყო დამოკიდებული. სასამართლომ ხაზი გაუსვა იმ პანსიონატის თანამშრომლის ანგარიშს, რომელშიც განმცხადებელი ცხოვრობდა. ანგარიშში მითითებული იყო, რომ არასრულწლოვანს ჰქონდა ქცევითი პრობლემები, მათ შორის სკოლიდან გაქცევის მიდრეკილება. სასამართლომ დაასკვნა, რომ თუ ბრალდებულს არ შეუფარდება პატიმრობას, შესაძლებელი იყო მას ჩაედინა ახალი დანაშაული ან ხელი შეეშალა გამოძიებისთვის. გადაწყვეტილებაში სასამართლოს არ უმსჯელია განმცხადებლის ადვოკატის საჩივარზე მისი უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით 2005 წლის 19-დან 21 აპრილამდე სასამართლო ბრძანების გარეშე.

2005 წლის 24 აპრილს, არასრულწლოვნის ადვოკატმა სააპელაციო წესით გაასაჩივრა სასამართლოს გადაწყვეტილება პატიმრობის გამოყენების შესახებ. ადვოკატი აცხადებდა, რომ სასამართლომ არ მიიღო მხედველობაში მომჩივანის საჭიროებები, უგულებელყო ის ფაქტი რომ არ არსებობდა პატიმრობის გამოყენების აუცილებლობა. არ იყო წარმოდგენილი იმის მტკიცებულება რომ ბრალდებული ჩაიდენდა ახალ დანაშაულს ან მიემალებოდა მართლმსაჯულებას, რადგან ინციდენტიდან გასული იყო სამი თვე და არასრუწლოვანი არ იყო კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში შემჩნეული. საქმეზე თითქმის ყველა მტკიცებულება იყო მოპოვებული და აღარ არსებობდა მისი განადგურების საფრთხე. ასევე ადვოკატი უთითებდა რომ არასრულწლოვანი უკანონოდ იქნა შეყვანილი ძებნილთა სიაში, რადგან პოლიციისთვის ცნობილი იყო დედის მისამართი და ამ პერიოდში არ მომხდარა არასრულწლოვნის გამოძახება საგამოძიებო ორგანოში. განმცხადებლის ადვოკატმა სასამართლოს აცნობა, რომ განმცხადებელი დაავადებული იყო ტუბერკულოზით. ასევე ფსიქო-სოციალური საჭიროების გამო, ის მკურნალობა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. თავისუფლების აღკვეთის პირობებში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდებოდა. ადვოკატი ასევე აპელირებდა, რომ მას არ გადაეცა პატიმრობის გამოყენების შესახებ სასამართლოს 2005 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილების ასლი. სააპელაციო საჩივარში ადვოკატი ითხოვდა არასრულწლოვნის მონაწილეობას სააპელაციო სასამართლო სხდომაზე.

2005 წლის 25 აპრილს გამომძიებელმა აცნობა ადვოკატს, რომ მას შეეძლო 2005 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებაზე წვდომა გამომძიებლის ოფისში.

2005 წლის 27 აპრილს არ დაკმაყოფილადვოკატის საჩივარი. სააპელაციო სასამართლომ პატიმრობის გამოყენების საფუძვლად უთითებდა იგივე არგუმენტებს, რაც გამოყენებული ჰქონდა პირველი ინსტანციის სასამართლოს და დამატებით აღნიშნა, რომ განმცხადებლის ჯანმრთელობის მდგომაროება არ იყო იმის რელევანტური საფუძველი, რომ იგი არ მიემალებოდა გამოძიებას ან არ ჩაიდენდა ახალ დანაშაულს. სააპელაციო სასამართლო სხდომას არ ესწრებდა თავად განმცხადებელი.

2005 წლის 26 აპრილ შემდეგ, პოლიციამ რამდენჯერმე შეაჩერა საქმის წარმოება განმცხადებლის ჯანმრთელობის მდგომერეობის გაუარესების გამო.

2005 წლის 18 მაისს, რაიონულმა სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე გამოიტანა გადაწყვეტილება ბრალდებულის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გამოკვლევის მიზნით მოთავსების შესახებ.

2005 წლის 30 მაისს, პროკურორმა მომჩივანი ვადაზე ადრე გაანთავისუფლა პატიმრობიდან, რაც გამოწვეული იყო მისი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით.

2005 წლის 24 ივნისს განმცხადებელი გაათავისუფლეს ფსიქიატრიული დაწესებულებიდან მისი ფსიქიატრიული შეფასების შემდეგ, რომლის თანამხად მას არ აწუხებდა ფსიქოზური აშლილობა.

არასრუწლოვანმა, წარმომადგენლის მეშვეობით, 2005 წლის 18 ოქტომბერს, საჩივრით მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს შეფასება:

I. კონვენციის მე-5 მუხლის 1 (c) მუხლის სავარაუდო დარღვევა 2005 წლის 19 და 21 აპრილამდე უკანონოდ დაკავების გამო.

განმცხადებელი განმარტებით, უკრაინის ეროვნული კანონმდებლობის თანახმად, პირის დაკავება შეიძლებოდა მხოლოდ სასამართლოს ბრძანების საფუძველზე. ამ წესის ერთადერთი გამონაკლისი იყო ის შემთხვევები, როდესაც არსებობდა დანაშაულის აღკვეთის გადაუდებელი აუცილებლობა. ვინაიდან განმცხადებელსთვის ბრალად შერაცხული ქმედება განხორციელებული იყო იანვარში, სამი თვის შემდეგ საფუძვლების არ არსებობის პირობებში, 2005 წლის 19 და 21 აპრილამდე მისი დაკავება უკანონო იყო.

სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე საქმეში განმცხადებლის დაკავების მიზეზები იყო ფორმალური და სტანდარტული. არ შეიცავდა პატიმრობის გამოყენების აუცილებლობის დასაბუთებას. დაკავების სამართლებრივი საფუძვლისა და შესაბამისი სამართლებრივი დებულებების გამოყენების აუცილებელი მიზეზების მკაფიო მითითების არარსებობის პირობებში, სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებლის დაკავება 19-დან 21 აპრილამდე იყო თვითნებური. შესაბამისად, არასრულწოვანი განმცხადებლის მიმართ დაირღვა კონვენციის მე-5 მუხლის 1(c) პუნქტი (უკანონო დაკავება).

II. 2005 წლის 21 აპრილს განმცხადებლის წინასწარი პატიმრობის უსაფუძვლობა კონვენციის მე-5 მუხლის 1 (C) და მე-3 ნაწილის სავარაუდო დარღვევა.

განმცხადებელი ჩიოდა, რომ სასამართლოს 2005 წლის 21 აპრილის ბრძანება მისი პატიმრობის შეფარდების შესახებ იყო უსამართლო და არ იყო დაფუძნებული საკმარის მტკიცებულებებს.

უკრაინის ეროვნული კანონმდებლობის თანახმად, არასრულწლოვნის პატიმრობა შესაძლებელი იყო მხოლოდ „საგამონაკლის გარემოებებში“. განმცხადებლის შეფასებით, აღნიშნულ საქმეში არ იყო საგამონაკლისო შემთხვევა, რომელიც ამართლებდა ისეთი მკაცრი ღონისძიების გამოყენებას, როგორიცაა პატიმრობა. გარდა ამისა, პატიმრობაში ყოფნის დროს განმცხადებელი მხოლოდ თოთხმეტი წლის იყო.

უპირველეს ყოვლისა, სასამართლო  ყურადღება გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბრალად წარდგენილი ქმედება არ იყო განსაკუთრებით მძიმე ან ძალადობრივი. მეორეც, ეს დანაშაული ჩადენილი იყო მის დაკავებამდე სამი თვით ადრე. არ არსებობდა რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ იგი ამ პერიოდის განმავლობაში ეწეოდა დანაშაულებრივ საქმიანობას. არგუმენტი, რომ თავისუფლებაში დატოვების პირობებში ბრალდებული ხელახლა ჩაიდენდა დანაშაულს, იყო სპეკულაციური. ასევე საქმეში არ იყო ბრალდებულის მხრიდან მიმალვის ან გამოძიებისთვის ხელის შეშლის მცდელობა. მომჩივანი იმ დროისთვის დედასთან ერთად ცხოვრობდა და პოლიციამ კარგად იცოდა ამის შესახებ. მათ არასოდეს უცდიათ განმცხადებლის დაკითხვაზე ოფიციალურად გამოძახება, ისე შეიყვანეს ძებნილთა სიაში.

სასამართლო ასევე უარყოფითად აფასებს იმ ფაქტს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა მხედველობაში არ მიიღეს სამედიცინო ცნობები განმცხადებლის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. სამაგიეროდ გაითვალისწინეს ნეგატიური დახასიათება, რომელიც სასამართლოს მიაწოდეს სკოლა-პანსიონში მის მოვლაზე პასუხისმგებელმა პირებმა (რომელთა როლი სასამართლოში ბავშვის მხარდაჭერა და მისი ინტერესების დაცვა უნდა ყოფილიყო). რაც ქმნიდა ვარაუდის საფუძველს, რომ ისინი ბევრად უფრო დაინტერესებულნი იყვნენ შემაწუხებლი ბავშვისგან თავის დაღწევით, ვიდრე მისი ადეკვატური მეთვალყურეობისთვის პირობების შექმნით. სასამართლო მიიჩნევს, რომ სკოლა-პანიონის მიერ მიწოდებული ცნობების დაკავების საფუძველად გამოყენება იყო უსამართლო და თვითნებური. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ გამოძიება არარსუწლოვანის დაკავებიდან რამდენიმე დღეში, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეჩერდა და მალევე ის გაათავისუფლეს ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის გამო, საგამოძიებო ორგანში გამოცხადების ვალდებულებით.

სასამართლო აღნიშნავს, რომ იმისათვის, რომ თავისუფლების აღკვეთა ჩაითვალოს თვითნებობისგან თავისუფლად, არ არის საკმარისი, რომ ეს ღონისძიება შესრულდეს ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად. უნდა არსებობდეს პატიმრობის გამოყენებისთვის აუცილებელი კონკრეტული გარემოებები. (იხ. Nešťák v. Slovakia, No. 65559/01, § 74, 2007 წლის 27 თებერვალი). საფრთხეები, რომელიც დაეფუძვნება პატიმრობას, გამყარებული უნდა იყოს რელევანტური მტკიცებულებებით. (იხ. Becciev v. Moldova, No.9190/03, §§ 56).

სასმართლოს აღნიშნავს, რომ აღკვეთის ღონისძიების გამოყენებისას, ძალიან მნიშვნელოვანია ბრალდებულის ასაკი. არასრულწლოვანთა წინასწარი პატიმრობა უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ როგორც უკიდურესი ზომა და რაც შეიძლება მოკლე ვადით (Selçuk v. Turkey, No. 21768; Nart v. Turkey, No 20817/04, §§ 31).

ზემოაღნიშნულის გარემოებების გათვალიწინებით, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ წინამდებარე საქმეში ადგილობრივმა ხელისუფლებამ ვერ გამოავლინა ყოვლისმომცველი დასაბუთება თოთხმეტი წლის მომჩივნისთვის პატიმრობის გამოყენების შესახებ, რომელიც შესაბამისობაში იქნებოდა როგორც საერთაშორისო, ასევე ეროვნულ სტანდარტებთან. რის გამოც, განმცხადებლის მიმართ დაირღვა კონვენციის მე-5 მუხლის 1 (c) პუნქტი (უსაფუძვლო პატიმრობა).

III სააპელაციო წარმოების არასამართლიანობა

განმცხადებელი ამტკიცებდა, რომ მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო სააპელაციო სასამართლო პროცესში მონაწილეობა, რადგან სადავო გადაწყვეტილება ძირითადად ეფუძნებოდა მის ხასიათისა და პიროვნების შეფასებას. მან ასევე აღნიშნა, რომ მისმა ადვოკატმა ვერ მოამზადა სააპელაციო საჩივარი სათანადოდ, რადგან მას არ გადაეცა პატიმრობის შეფარდების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების ასლი.

უკრაინის მთავრობამ განმარტა, რომ განმცხადებლის პირადი დასწრება სააპელაციო სხდომაზე არ იყო საჭირო. რადგან სააპელაციო სასამართლოს უნდა შეეფასებინა ობიექტური ფაქტები, რაც შეიძლება განხორციელებულიყო საქმის მასალების საფუძველზე, საჭიროების შემთხვევაში განმცხადებლის ადვოკატის რჩევით. განმცხადებლის ზეპირი არგუმენტები, ნაკლებად სავარაუდო იყო, რომ რაიმე გავლენას მოახდენდა სასამართლო გადაწყვეტილებაზე, რადგან ის იყო არასრულწლოვანი, რომელსაც ჰქონდა განათლების დაბალი დონე და განიცდიდა ფსიქიატრიულ აშლილობას. მათ ასევე მიიჩნიეს, რომ განმცხადებლის საჩივარი იმის თაობაზე, რომ მის ადვოკატს არ ჰქონდა საქმის მასალების შესწავლის შესაძლებლობა, უსაფუძვლო იყო, რადგან მას შეეძლო შეუზღუდავი წვდომა ჰქონოდა საქმის მასალებზე გამომძიებლის ოფისში და იგი სათანადოდ იყო ინფორმირებული ამის შესახებ.

სასამართლო იმეორებს, რომ მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, დაკავებულს ან დაპატიმრებულ პირს უფლება აქვს მისი დაკავების ან დაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილება სასამართლომ განიხილოს  მისი მონაწილეობით, სადაც გათვალისწინებული იქნება ის პროცედურები რომლებიც არსებითია გადაწყვეტილების კანონიერებისთვის.(იხ. Brogan and Others v. the United Kingdom, 1988, § 65, სერია A No. 154-B). სამართალწარმოება უნდა იყოს შეჯიბრებითი და ყოველთვის უნდა უზრუნველყოფდეს მხარეთა თანასწორობას. მხარეთა თანასწორობა არ არის უზრუნველყოფილი, თუ ადვოკატს არ მიუწვდება ხელი სისხლის სამართლის საქმის იმ მასალებზე რომლებიც აუცილებელია მისი კლიენტის ინტერესების დასაცავად. (Kehayov v. Bulgaria, No. 41035/). 98, § 84, 2005 წლის 18 იანვარი).

დაკავებულს, როგორც წესი, უნდა ჰქონდეს უფლება მონაწილეობა მიიღოს მოსმენაში, სადაც განიხილება მისი პატიმრობა (იხ. ლებედევი რუსეთის წინააღმდეგ, No. 4493/04, § 113,). ეს განსაკუთრებით აქტუალურია, როდესაც საჭიროა გათავისუფლების ახალი არგუმენტების წარდგენა ან როდესაც არგუმენტები მჭიდრო კავშირშია მომჩივნის ხასიათთან და პირად მდგომარეობასთან (მამედოვა რუსეთის წინააღმდეგ, No. 7064/05, §§ 91- 92; ფარჰად ალიევი აზერბაიჯანის წინააღმდეგ, No37138/06, § 207, და მიხალკო სლოვაკეთის წინააღმდეგ, No35377/05).

სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად ადვოკატის მოთხოვნისა, 2005 წლის 27 აპრილის სააპელაციო განხილვას არ ესწრებოდა თავად განმცხადებელი. მოცემულ შემთხვევაში განმცხადებლის სააპელაციო განხილვის არყოფნის ფაქტი საკმარისია იმის დასადგენად, რომ მის მიმართ დაირღვა კონვენციის მე-5 მუხლით გათვალიწინებული გარანტიები. პალატა განმარტავს რომ, ეროვნულ სასამართლოებმა თავიანთი მსჯელობა დიდწილად დააფუძნეს განმცხადებლის „ხასიათის“ შეფასებაზე. სააპელაციო სასამართლომ ეს გააკეთა მომჩივნის მოსმენის და მისი პირადი მდგომარეობის აღწერის გარეშე. რაც შეფასებული უნდა იქნეს, როგორც კონვენციის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის დარღვევად.

სასამართლო თვლის, რომ განმცხადებელმა განიცადა ტანჯვა და სტრესი იმ ფაქტების გამო, რომლებიც წარმოადგენენ დარღვევებს წინამდებარე საქმეში, რაც არ შეიძლება გამოსწორებულიყო მხოლოდ დარღვევების დადგენით. შესაბამისად სასამართლო სრულად დააკმაყოფილა განმცხადებლის მოთხოვნას 6000 ევროს გადახდა მორალური ზიანის ასანაზღაურებლად.

 

მასალა მომზადებულია ღია საზოგადოების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდის პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.