2021 წელს სასამართლომ დაადგინა, რომ უკანონო მშენებლობის დემონტაჟის პროცესშიც, ადგილობრივმა თვითმმართველობამ უნდა გაითვალისწინოს ბავშვის საუკეთესო ინტერესი.
ადეკვატური საცხოვრისი არის ადამიანის
უფლება, რომელმაც ყველა ჩვენთაგანი, განსაკუთრებით კი ბავშვები, უნდა დაიცვას იძულებითი
გამოსახლებისგან, სახლის განადგურებისგან და ქუჩაში ცხოვრებისგან.
აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ 8 წლის გიგის სამართლებრივი დახმარება #PHR-ის გუნდმა გაუწია და ის დღეს ცხოვრობს უსაფრთხოდ, ღირსეულ გარემოში, და მას აღარ ემუქრება ქუჩაში გაგდება.
კვლევები აჩვენებს, რომ იძულებით გამოსახლების დროს არასრულწლოვანი განიცდის ისეთ სტრესს, რომელიც უტოლდება ომში არასრულწლოვნის მიერ განცდილ სტრესს.
სახელმწიფო ვალდებულია ბავშვთა უფლებებიდან
გამომდინარე, ბავშვი უზრუნველყოს უსაფრთხო, მშვიდი და ადეკვატური საცხოვრისით.
ვისაც გაქვთ ან შესაძლოა გქონდეთ ისეთი პრობლემა, როგორიც ჰქონდა პატარა გიგის ანუ მას ემუქრებოდა ქუჩაში დარჩენა, მოგვმართეთ და #PHR-ის გუნდი გააკეთებს ყველაფერს და იმუშავებს იმისთვის, რომ ბავშვები ქუჩაში არ დარჩნენ სახელმწიფოს არაკეთილსინდისიერი საქციელის გამო.
საქმეზე მუშაობდნენ: თამარ კაპანაძე, ანა აბაშიძე, სოფიკო მენაბდიშვილი, ანა არგანაშვილი, ანა თავხელიძე.
რა ვითარება დახვდათ ადგილზე მისულ ადვოკატებს ვრცლად იხილეთ ფოტო რეპორტაჟში.
ფოტოების ავტორი: ანიკა ტიზლიარიშვილი
სამართლებრივი მხარდაჭერა განხორციელდა USAID/PROLoG ფინანსური მხარდაჭერით.