2021 წელს სასამართლომ პირველად დაადგინა, რომ სიღარიბის გამო არ შეიძლება ბავშვების ოჯახთან დაშორება. მაშინაც კი, როდესაც სიღარიბეს მშობლებს აბრალებენ და ამას უგულებელყოფად უთვლიან.

2017 წელს ბავშვები გაიყვანეს მინდობით აღზრდაში და მათ  შეზღუდული ჰქონდათ დედასთან ურთიერთობა. ბავშვები განიცდიდნენ მძიმე ფსიქოლოგიურ სტრესს დედასთან უკანონოდ და მათი ინტერესების საწინააღმდეგოდ დაცილების გამო.

გადაწყვეტილების გადმოსაწერად დააჭირეთ აქ

როგორ განვითარდა მოვლენები, მას შემდეგ რაც #PHR-ის გუნდი ჩაერთო საქმეში იხილეთ ვიდეოში. 

საქმეზე მუშაობდნენ ადვოკატები: სოფიკო მენაბდიშვილი, ანა აბაშიძე, ანა არგანაშვილი. 

სამართლებრივი მხარდაჭერა ხორციელდება USAID/PROLoG ფინანსური მხარდაჭერით.