No one has ever become poor by giving

2023 წლის 4 დეკემბერს PHR-ის იურისტებმა სოფიკო მენაბდიშვილმა და ანა თავხელიძემ  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებთან და სხვა დაინტერესებულ პირებთან ონლაინ ტრენინგი ჩაატარეს სტრატეგიული სამართალწარმოების თემაზე.

ტრენინგზე სპიკერებმა განიხილეს სტრატეგიული სამართალწარმოების მნიშვნელობა და როლი ადვოკატირების პროცესში. მონაწილეები გაეცნენ PHR-ის პრაქტიკაში არსებულ სტრატეგიული სამართალწარმოების საქმეებს.

ტრენინგი ინტერაქციულ რეჟიმში გაიმართა. მონაწილეებმა პრაქტიკული სავარჯიშო შეასრულეს და იმსჯელეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების წინაშე არსებულ ბარიერებზე. მონაწილეთა განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია შშმ პირებისთვის ინფორმაციულ მისაწვდომობამ და ამ კუთხით სასამართლოში არსებულმა გამოწვევებმა. მონაწილეებმა ისაუბრეს იმ სტერეოტიპებსა და სტიგმაზე, რაც მათ ხელს უშლით მართლმსაჯულების უფლების განხორციელებაში.

 

შეხვედრა გაიმართა გაეროს ერთობლივი პროგრამის გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში -UN Joint Programme for Gender Equality in Georgia (UNJP4GE) მხარდაჭერით, რომელიც ხორციელდება გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით.