No one has ever become poor by giving

პოლიტიკის დოკუმენტის მიზანია მიმოიხილოს საქართველოში მცხოვრები განსხვავებული ეთნიკური კუთვნილების მქონე მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობა, განსაკუთრებით ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც უმცირესობების წარმომადგენლები დგანან მართლმსაჯულების და სასამართლოს სისტემასთან ურთიერთობის დროს.

ამ მიზნით, დოკუმენტი, ერთი მხრივ, აღწერს პრობლემას და აგრეთვე სთავაზობსრეკომენდაციებს, რომელიც შექმნის მულტიეთნიკურ გარემოს და გაზრდის მართლმსაჯულების ხარისხს განსხვავებული ეთნიკური კუთვნილების მქონე ადამიანებისთვის. 

ავტორი: ანა აბაშიძე.

რედაქტორი: ნინო ბექიშვილი.

პოლიტიკის დოკუმენტი მომზადებულია  "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის მიერ," ერთობლივი პროგრამის გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში ფარგლებში,  გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ავტორს და შესაძლოა არ ასახავდეს დონორი ორგანიზაციების თვალსაზრისს.