შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქალები სარგებლობენ ხარისხიან ძირითად სამედიცინო მომსახურებაზე წვდომის უფლებით შეზღუდული შესაძლებლობების არმოქონე ქალების თანასწორად. იქ სადაც აბორტი კანონით არის დაშვებული, მნიშვნელოვანია, რომ ყველა ქალს ჰქონდეს წვდომა უსაფრთხო აბორტის მაღალი ხარისხის მომსახურებაზე. შშმ ქალები შეიძლება იქცნენ არანებაყოფლობითი და იძულებითი აბორტის მსხვერპლებად, რაც გენდერული ნიშნით ძალადობის ერთ-ერთი ფორმაა. ამის თავიდან აცილების მიზნით ექიმმა უნდა დაადგინოს არჩევანი ნებაყოფლობითია თუ არა.
მედიცინის მეცნიებარათა დოქტორის, მეან-გინეკოლოგი თინათინ გაგუას დოკუმენტი: " შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების აბორტის სერვისის ეთიკური ნორმები". დოკუმენტს შეგიძლიათ გაეცნოთ მიმაგრებულ ფაილში.
დოკუმენტი შექმნილია RFSU-ს ფინანსური მხარდაჭერით. მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს RFSU-ს მოსაზრებებს.