2023 წლის სექტემბრის თვეში ჩატარდა ორი შეხვედრა, სადაც PHR-ის ადვოკატებმა და მონაწილეებმა განიხილეს ის ბარიერები და გამოწვევები, რის გამოც, ბევრი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირისთვის უფლებებით თანაბრად სარგებლობა და საჭირო სერვისებზე წვდომა კვლავ შორეულ პერსპექტივად რჩება.
ასვე, განხილული იქნა სახელმწიფოს ვალდებულებები, უზრუნველყონ და ხელი შეუწყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ ადამიანის უფლებებისა და ძირითად თავისუფლებათა სრულ რეალიზებას, შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე აღმოცენებული ყოველგვარი დისკრიმინაციის გარეშე.
უახლოეს პერიოდში მგავსი ტიპის შეხვედრები კვლავ გაგრძელდება მშობლებთან და სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებთან.
ორგანიზაციის მუდმივად ცდილობს გაზარდოს ცნობიერება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე და ხელი შეუწყოს მათი საჭიროებების ადვოკატირებას.