No one has ever become poor by giving

PHR აგრძელებს შშმ პირთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის (შემდგომ სრჯ) უფლებებზე მისაწვდომობის და ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაციო შეხვედრებს.

2023 წლის ივნისის თვეში, კახეთის რეგიონში მცირე საოჯახო ტიპის თანამშრომლებისთვის ჩატარდა ტრენინგები, სადაც განხილული იყო:

  • შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალების სრჯ უფლებით სარგებლობისას არსებული ბარიერები;
  • სექსუალური და რეპროდუქციული ძალადობისგან დაცვა;
  • განათლების უფლების მნიშვნელობა სრჯ უფლებების ჭრილში;
  • შშმ პირების მიერ გადაწყევტილების დამოუკიდებლად მიღების მნიშვნელობა;
  • შშმ ქალთა სრჯ უფლებებზე  არსებული პრეცედენტული გადაწყვეტილებები.
  • ტრენინგები მიმდინარეობა მონაწილეთა აქტიური ჩართულობით.

დაწესებულების თანამშრომლებმა ისაუბრეს მათ წინაშე არსებულ გამოწვევებზე, რაც დაკავშირებული შშმ პირთა სრჯ უფლებების ცოდნის სიმწირეში. ტრენინგის მონაწილეები წუხილს გამოთქვამდნენ, რომ მსგავსი ტიპის საინფორმაციო შეხვედრები თითქმის არ ტარდება. რის გამოც, მათ არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია შშმ პირთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლების შესახებ.

PHR RFSU-ს (Swedish Association for Sexuality Education)  მხარდაჭერით 2020 წლიდან რეგულარულად მართავს ტრენინგებს და საინფორმაციო ტიპის შეხვედრებს შშმ პირთა სრჯ საკითხებზე როგორც თავად შშმ ქალებთან, ასევე სხვადასხვა სფეროს პროფესიონალებთან.

პროექტის განმავლობაში ტრენინგები და შეხვედრები ჩატარდა შშმ ქალებთან, მათ მშობლებთან/მზრუნველებთან, სტუდენტებთან, ფსიქოლოგებთან, სოციალურ მუშაკებთან, სამედიცინო სფეროს   წარმომადგენლებთან, იურისტებთან.

მიუხედავად იმისა, რომ შშმ პირთა უფლებების შესახებ საზოგადების ცნობიერების ამაღლება სახელმწიფოს ვალდებულებაა, ყველა შეხვედრაზე მონაწილეები აღნიშნავენ რომ მათ არ აქვთ საკმარისი ინფორმაცია აღნიშნულ საკითხებზე.

PHR-ისთვის შშმ პირთა უფლებების დაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა. ორგანიზაცია სამომავლოდ გააგრძელებს საინფორმაციო ტიპის შეხვედრებს და ტრენინგებს სრჯ უფლებებზე მისაწვდომობის და  ხილვადობის გაზრდის მიზნით.


 

შეხვედრები მიმდინარეობს RFSU-ს (Swedish Association for Sexuality Education)  მხარდაჭერით.